რუსთავმა ვესტა იოლად დაამარცხა

რუსთავმა ვესტა იოლად დაამარცხა

სტატისტიკა 
გალერეა 

გუშინ, აკადემიის დარბაზში დაწყებული საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს რუსთავში გაგრძელდა, სადაც ერთი მატჩი გაიმართა.
,,რუსთავმა” ,,უმასპინძლა” და იოლად – 90:55 დაამარცხა.
გამარჯვებულებს 22 ქულით და 8 მოხსნით ირაკლი წიქარიშვილმა ულიდერა, 16 ქულა დააგროვა თორნიკე ალავერდაშვილმა, 12 ქულა ჰქონდა გიორგი ხიდაშელს, გუგა პატაშურმა და გიორგი ქავთარაძემ კი შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. 
,,ვესტაში” 14 ქულით ნიკა ვასაძე გამოირჩა, ორმაგი დუბლი შეასრულა ილია ცინცაძემ – 13 ქულა, 10 მოხსნა; ერეკლე ლომიძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა.