რუსთავული დერბის ლოგიკური შედეგი

რუსთავული დერბის ლოგიკური შედეგი

მესამე მეოთხედფინალური სერია დღეს რუსთავში გაიხსნა,
სადაც ორი თანაქალაქელი გუნდი ხვდება ერთმანეთს. „რუსთავი 1“-მა რეგულარულ ჩემპიონატში
პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „რუსთავი 2“-მა – მერვე.

 შესაბამისად, ეს გუნდები ერთმანეთს
მეოთხედფინალში შეხვდნენ.

 დავით მაჭავარიანისა და ირაკლი მებურიშვილის გაწვრთნილ
„რუსთავი 1“-ს მიმდინარე სეზონში საჩემპიონო ამბიცია აქვს. რეგულარულის მომგები გუნდი
თანაქალაქელ „რუსთავი 2“-თან დაპირისპირებაში ფავორიტია და ეს დღევანდელ შეხვედრასიც
დაადასტურა. მაჭავარიანის გუნდმა 91:72 დაამარცხა.

 „რუსთავი 1“-ის კალათბურთელებს საკუთარი უპირატესობა
ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ.  ლიდერობა თავიდანვე
მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე იოლად შეინარჩუნეს. გაგამარჯვებულთა შორის 33 ქულით ერეკლე
ლორთქიფანიძე გამოირჩა, რომელმაც 9 სამქულიანი ჩააგდო. 23 ქულით დაასრულა შეხვედრა
თორნიკე ხატიაშვილმა, ხოლო თორნიკე ქიტოშვილმა შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა –
15 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. რუსთავის მეორე გუნდში 15 ქულითა და 16 მოხსნით დათო
ბარამიძე გამოირჩა, მუხრან კორინთელმა 16 ქულა მოინაგრა, ხოლო დიმიტრი ჩიჩუამ –
14.

 ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მორიგი შეხვედრა
26 აპრილს, 17 საათზე, ისევ რუსთავში გაიმართება და მეორე გამარჯვების შემთხვევაში
„რუსთავი 1“ ნახევარფინალში გავა.
რუსთავი 1- რუსთავი 2      91:72