საკალათბურთო აკადემიამ 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ თამაშებს უმასპინძლა

საკალათბურთო აკადემიამ 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ თამაშებს უმასპინძლა

   საკალათბურთო
აკადემიაში 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ შეხვედრაში  ,,მართვე 1“  და ,,სამედიცინო“ დაუპირისპირდნენ. 

პირველივე მეოთხედში ,,მედიკოსებმა“ 8 ქულიანი უპირატესობა
მოიპოვეს და მორიგი პერიოდებიც მათივე გამარჯვებით 19:21, 12:17, 9:15 დასრულდა და
 საბოლო ანგარიშიც 64:49 ,,სამედიცინოს“  სასარგებლოდ დაფიქსირდა.  მართვეს მხრიდან საუკეთესო შედეგი ლაშა მირზაშვილს
ჰქონდა -22 ქულა, 10 მოხსნა.  ,,სამედიცინოს“
 შემადგენლობაში ლევან გუგუშვილი 13 ქულითა
და 16 მოხსნით გამოირჩა, გიორგი რაზმაძემ კი  24 ქულა მოაგროვა.

  დღის მეორე
მატჩი ,,ნიკეას“ და  აკადემია 1-ს შორის შედგა,
ფავორიტი გუნდი თავიდანვე გამოიკვეთა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა, 89:45 საკალათბურთო
აკადემიის გუნდის სასარგებლოდ. ,,ნიკეას“  მოთამაშეებიდან
 თორნიკე გაგუამ 19 ქულითა და 4 მოხსნით გამოიჩინა
თავი, მოგებული გუნდის რიოგებში კი საუკეთესო  შედეგი ბექა დარახველიძეს ჰქონდა -30 ქულა 10 მოხსნა.
ნიკა ღურწკაიამ კი 20 ქულა ჩაიწერა აქტივში.
    დღის ბოლო
თამაში შსს აკადემიასა და ქუთაისს შორის გაიმართა, აღნიშნულ მატჩში მეტოქეები მეტ-ნაკლებად
დაბალანსებული ძალისანი იყვნენ, თუმცა ბოლოს მაინც ,,ძალოვნებმა“  იმარჯვეს 90:78.

       გამარჯვებული გუნდიდან,  ყველაზე მეტი,  ქულათა მონაგარი გურამ კენჭიაშვილს ჰქონდა-23 ქულა.
ორმაგი დუბლი კი ორმა მოთამაშემ გაიფორმა, ლევან გორდულაძემ (15 ქულა 11 პასი) და არჩილ
პულუზაშვილმა (13 ქულა, 11 მოხსნა). ,,ქუთათურებს“ კი დათო კარციძემ ულიდერა 22 ქულით,
ორმაგი დუბლის ავტორები კი ირაკლი მაცაბერიძე (18 ქულა, 13 მოხსნა) და უჩა გამრეკლიძე
(17 ქულა, 15 მოხსნა) გახდნენ.