დასასრულს უახლოვდება საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია რამდენიმე მატჩი, თუმცა ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ.
თავდაპირველად თვალი გადავავლოთ გათამაშების ფორმატს. დებულების თანახმად, ტურნირის მონაწილე 12 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული. 2 წრის შემდეგ პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის. “ა” ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურები მოიპოვეს: “ზაზა 2”-მა, “აკადემიამ”, “ქუთაისმა” და “ვინგსმა”. “ბ” ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდნენ: “რუსთავი”, “ზაზა”, “ორბი” და “დინამო”.
მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან:
ა1 – ბ4
ბ2 – ა3
ბ1 – ა4
ა2 – ბ3
რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი მატჩების შედეგად გუნდები საბოლოოდ გაინაწილებენ ადგილებს ცხრილში და გაირკვევა, თუ როგორ დაკომპლექტდება მეოთხედფინალური წყვილები.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩების შედეგები და სრული სტატისტიკა იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში:
http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1