საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 46 ქულით გაანადგურა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 46 ქულით გაანადგურა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ტურნირის მანძილზე განცდილი წაგებების გამო ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ჩვენი გუნდისთვის მაქსიმუმი მხოლოდ 21-ე ადგილის დაკავებაა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველომ დღეს ალბანეთი 93:47 დაამარცხა და ხვალ, 5 აგვისტოს ტურნირის ბოლო, 21-ე ადგილისთვის მატჩში დანიას შეხვდება.

ალბანეთთან 46 ქულით მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს საბა გიგიბერიამ ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 19 ქულით და 4 ჩაჭრით გამოირჩა დავით კაკუშაძე, ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 

საქართველოს ნაკრებიტურნირის ბოლო,  21-ე ადგილისთვის მატჩს დანიასთან, 5 აგვისტოს, 14:00 საათზე გამართავს. 

საქართველო – ალბანეთი
სტატისტიკა: 93:47

1