საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფის ბოლოსწინა მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად სოლიდური უპირატესობით იგებდა, თუმცა ლიდეორბა გაანიავა და შეხვედრა დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 19:11 ამარცხებდნენ ბელგიას, ხოლო დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:31.
მე-3 პერიოდში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მოედანზე დაბრუნებული გუნდები სულ სხვაგვარად ათამაშდნენ – ბელგია შედეგიანად, საქართველო კი უხეიროდ. ბელგიელებმა ქართველებს 10-წუთეული 36:5 მოუგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. 10 ქულით ჩამორჩენილმა ბელგიელებმა 21-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და შეხვედრაც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
მატჩი ბელგიელთა სასარგებლოდ – 83:65 დასრულდა. არ უთამაშია რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო საუკეთესო შედეგი საბა გიგიბერიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა ლუკა მაზიაშვილმა, ხოლო ზურა ჟღენტმა და დავით კაკუშაძემ თავი11-11 ქულას მოუყარეს. კაკუშაძემ 6 ქულა და 5 პასიც მიითვალა.
საქართველოს ნაკრები 4-დან 4 მარცხით მე-5 ადგილზეა და ამაზე მაღლა ვეღარ ავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბრძოლას 17-24 ადგილებისთვის განაგრძობს. ბოლო ტურში, 1 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.
ბელგია – საქართველო
სტატისტიკა: 65:83