საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მე=19 ადგილზე დაასრულა. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ბოლო მატჩი ირლანდიასთან გამართა, რომელიც 93:81 (სტატისტიკა) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები პირველ ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროსთან, ბოსნიასთან, სლოვაკეთთან, ალბანეთთან და უნგრეთთან ასპარეზოდა. ქართველებმა ჯგუფში მხოლოდ ალბანეთს მოუგეს, დანარჩენი შეხვედრები წააგეს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავეს. ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ბრძოლა 17-22 ადგილებისთვის განაგრძო და პირველი საკვალიფიკაციო შეხვედრა ნორვეგიასთან 73:90 დათმო, რის შემდეგაც ირლანდიას დაუპირისპირდა. 

ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ აბულაძე გამოირჩა, რომელმაც 24 ქულა და 4 პასი დააგროვა. 19 ქულა და 6 მოხსნა ანრი ბელთაძემ მიითვალა, 13 ქულა და 6 პასი ლუკა ალავიძის ანგარიშზეა.