საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთთან 13 ქულით წააგო

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთთან 13 ქულით წააგო

მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი უნგრეთს შეხვდა და მატჩი 13 ქულის სხვაობით – 74:87 დათმო. 

არადა, საქართველოს ნაკრები, რომ იტყვიან, მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში იყო და წარმატების შანსს ინარჩუნებდა. მატჩის დასრულებამდე 3,40 წუთით ადრე ქართველები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ (69:72), თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღეს და შეხვედრა უიმედოდ დათმეს.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და 9 მოხსნით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა დავით კაკუშაძემ, ზურაბ ჟღენტის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. 

საქართველოს ნაკრები ხვალ, 29 ივლისს, ავსტრიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

უნგრეთი – საქართველო
სტატისტიკა: 87:74