საქართველოს U18 ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრა დათმო

საქართველოს U18 ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრა დათმო

სკოპიეში მიმდინარე 18 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯის ფარგლებში საქართველო სერბეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და სენსაცია ვერ მოახდინა. ბალკანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 91:48 (სტატისტიკა) ჯგუფში ესპანეთთან ერთად დაუმარცხებლად ლიდერობენ.

დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართველებმა მეტოქეს ბოლო პერიოდი, მინიმალური სხვაობით – 18:17 მოუგეს, თუმცა მანამდე სერბებისთვის ფაქტობრივად წინაღობა არ არსებობდა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 26:12, ხოლო მეორე – 26:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 34-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა და სერბების ლიდერობამ 40 ქულას გადააჭარბა. 

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 15 ქულა მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. 6 აგვისტო ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 7-ში ჩვენი ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.