საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც 8-10 ივნისს ქალაქ ლევიცეში 5 გუნდი შეიკრიბება და ტიტულს გაითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგა მოიგო, თუმცა ახლა რომელ გუნდებთანაც მოუწევს ასპარეზობა, ისინი ამ ლიგის ცენტრალური ევროპის დივიზიონს წარმოადგენენ.
ლევიცეში საქართველოს U20 ნაკრებთან ერთად შეიკრიბებიან – პოლონური “რადომი”, იტალიური “ოქსიგენი”, უნგრული “ფეჰერვარი” და ადგილობრივი “ლევიცე”.
ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
8 ივნისი: საქართველო – რადომი 15:00
9 ივნისი: ოქსიგენი – საქართველო 13:00
9 ივნისი: ლევიცე – საქართველო 20:00
10 ივნისი: საქართველო – ფეჰერვარი 13:00
(მითითებულია თბილისის დრო)
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებშიც არიან გამოძახებულნი, ტრავმების თავიდან
არიდების მიზნით, 20-წლამდელთა ნაკრებს ამ ეტაპზე არ დაეხმარებიან. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები სლოვაკეთში 10 კალათბურთლით გაემგზავრა.