საქართველოს U20 ნაკრები მოსკოვში ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში სათამაშოდ ჩავიდა

საქართველოს U20 ნაკრები მოსკოვში ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში სათამაშოდ ჩავიდა

საქართელოს 20-წლამდელთ ნაკრები მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა 2016-17 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 3 ეტაპის ჯამში გამართული 15 მატჩიდან 11 მოიგო და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.
ქართველები მოსკოვში 14 აპრილს ჩავიდნენ, სასტუმრო „ალიანს გრინვუდში“ დაბინავდნენ და საღამოს „ხიმკის“ დარბაზში ივარჯიშეს. ჩერქეზიშვილის გუნდის შემადგენლობაში შემდეგი კალათბურთელები შედიან: დავით ლომიძე, დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი ცირიკიძე, გიორგი კორსანტია, გიგი გოგობერიშვილი, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ქავთარაძე და გიორგი ჩაჩხიანი.

ოთხთა ფინალის პირველ მატჩში ერთმანეთს პოლონური “ვლადსლავოვო“ და ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“ შეხვდებიან. ამ უკანასკნელმა ოთხთა ფინალში ასპარეზობის უფლება გუშინ მოიპოვა, როცა საკვალიფიკაციო მატჩში „ვენტსპილსს“ 76:53 მოუგო. რაც შეეხება პოლონურ კლუბს, „ვლადსლავოვომ“ რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და ბოლო, მეოთხე ადგილზე განთესილ „ცმოკი-მინსკსაც“ ამიტომ ხვდება.
დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება ნახევარფინალური მატჩი მასპინძელ „ხიმკისა“ და საქართველოს U20 ნაკრებს შორის. გამარჯვებული ფინალში გავა, ხოლო დამარცხებული მე-3 ადგილისთვის 16 აპრილს ითამაშებს.
მატჩის პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟის ხილვა შეგეძლებათ შემდეგ ბმულზე:
http://www.eybl.lv/new/b_juniors_game.php?game_id=3722375&season_id=9274