18-წლამდელთა პლეიოფში ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს ჰიუნდაისა და შსს აკადემიის დაუპირისპირდნენ, სადაც აკადემიელებმა დამაჯერებლად, 74:51 აჯობეს მეტოქეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
შსს აკადემიამ შეხვედრა თავიდანვე ჩინებულად დაიწყო და საწყის მეოთხედში 13:6 დაწინაურდა, ხოლო ტაიმის ბოლოს 31:24 გავიდა წინ. მატჩის მესამე მეოთხედში ,,ძალოვნები” კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და მოპოვებული უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდეს – 49:30. დასკვნით ათწუთეულში ჰიუნდაის გუნდმა მეტოქესთან ვეღარაფერი გააწყო და მარცხი განიცადა.
შსს აკადემის შემადგენლობაში 14 ქულით ლევან ლოლიშვილი გამოირჩა, ხოლო 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მერაბ მირზიაშვილმა შეასრულა.
,,ჰიუნდაის” მხრიდან საუკეთესო სანდრო ბოლქვაძე იყო, რომელიც 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.