შსს აკადემიამ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს აკადემიამ ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 გალერეა

  დღეს საკალათბურთო აკადემიაში 18-წლამდელთა ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა შსს აკადემიასა და აკადემიას შორის. მატჩი შსს-ს გამარჯვებით, ანგარიშით 69:54 დასრულდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. 

გაგაცნობთ გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს და მატჩისშემდგომ გაკეთებულ კომენტარებს: 

     შსს აკადემია – აკადემია  69:54 
შსს აკადემია: ლევან გოგალაძე – 16 ქულა, ლევან ბაბილოძე – 16 ქულა, უჩა ნადარაია – 10 ქულა
აკადემია: ლუკა ბულაშვილი – 14 ქულა, გიორგი თევდორაშვილი – 12 ქულა, ლუკა გიორგაძე – 9 ქულა, 14 მოხსნა

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ტომარაძე (აკადემიის მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი წაგება პირველ რიგში ჩემი და ჩვენი გუნდის ბრალია. არაფერი გამოგვივიდა, მოწინააღმდეგე გუნდმა კი ბრწყინვალე თამაში აჩვენა. შსს აკადემიის ასეთი კარგი თამაში მე პირადად არ მინახავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და განვაგრძობთ ბრძოლას.  

გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): დღეს ბიჭებმა  რადიკალურად განსხვავებული თამაში აჩვენეს. გავითვლისწინეთ გუშინ დაშვებული შეცდომები,გ ანსაკუთრებით კი დაცვაში.  სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, ამიტომ ჯერ  ყველაფერი წინ არის და უმნიშვნელოვანესი თამაშები გველოდება, რისთვისაც მაქსიმალურად მოვემზადებით.