დღეს საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში 18-წლამდელთა ნახევარფინალური
სერიის განმეორებითი მატჩები გაიმართა.
,,ნაკრები95- ისა” და ,,სოხუმის” დაპირისპირება
სოხუმელთა მოგებით -76:67 დასრულდა. სოხუმის გუნდმა სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალში
საგზური მოიპოვა. ნაკრების შემადგენლობაში 17 ქულით ზეზვა ლილუაშვილი გამოირჩა, ხოლო 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი
დუბლი ბექა დარახველიძის ანგარიშზეა. სოხუმელებს კი ორმაგი დუბლით, 18 ქულითა და 11 მოხსნით ოთარ
ბულიავამ ულიდერა.
,,ავერსმა” შინ
,,ქუთაისს” უმასპინძლა, მეტოქეს 79:64 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო
27 ქულით ირაკლი მიქელაძე გახლდათ, ხოლო ორმაგი
დუბლი ლერი კვანტალიანმა მიითვალა – 24 ქულა და 17 მოხსნა. ქუთათურებს 17 ქულა თემურ ფხაკაძემ შესძინა, ორმაგი დუბლი კი
დიმიტრი დვალიშვილმა(14ქ. 21მ)და გიორგი ცირეკიძემ(13ქ.12) შეასრულეს.
განმეორებითი, გადამწყვეტი მატჩის ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.