გალერეა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფილარმონიის მომდებარე ტერიტორიაზე, 4-5 ივლისს გაიმართა
3X3 კალათბურთელთა შორის თბილისის ღია პირველობა, სახელწოდებით “Tbilisi Challenge 2015”. ტურნირი
არის
სატელიტური და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება 3X3 პროფესიონალ კალათბურთელთა მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ ეტაპზე, “Tallinn Open 2015”.
ტურნირში მონაწილეობა
მიიღეს მოქმედმა და ყოფილმა კალათბურთელებმა, სულ მონაწილეობდა 16 გუნდი, რომლებიც 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ.
ჯგუფური ეტაპის თამაშები 4 ივლისს გაიმართა. საუკეთესო 8 გუნდი კი პლეი ოფში გავიდა,
რომლებმაც ტურნირის მეორე ეტაპზე 5 ივლისს იასპარეზეს.
ფინალში
Euro Step(მერაბ ბოქოლიშვილი, აკაკი ლომოური, ილია ლონდარიძე, ზურაბ მაისურაძე) და
L.R.G (მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, კირილე ტატუნაშვილი, დავით
გასიტაშვილი) გავიდნენ. ფინალურ ბრძოლაში
გამარჯვება L.R.G-ს დარჩა – 17:12. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ესტონეთში, ქ.ტალინში და 1 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს 3X3 მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურის შემდგომ ეტაპზე. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა L.R.G-ის
კალათბურთელი კირილე ტატუნაშვილი, 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსები გრიგოლ
შვანგირაძემ მოიგო, ტურნირის მხარდამჭერმა ‘’ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა
ცენტრმა’’ კი თავისი რჩეული მოთამაშე გამოავლინა. ცენტრის სიმპათია ფინალისტი
გუნდის მოთამაშე აკაკი ლომოური გახდა.
ტურნირის
საპრიზო
ფონდი
შეადგენდა 4000 ლარს, რომელიც გადანაწილდა გამარჯვებულ გუნდზე (3000 ლარი); ჩატენვების კონკურსში გამარჯვებულ მოთამაშესა (500 ლარი) და სამქულიანების კონკურსში გამარჯვებულ მოთამაშეზე (500 ლარი).
პროექტის
გენერალური სპონსორია „კოკა-კოლა“. პროექტის
მხარდამჭერები არიან: TVS და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.