ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფში გამსვლელი რამდენიმე გუნდი გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის პირველობის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხრდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. ტურნირი საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს დატვირთავასაც ატარებსდატვირთვაც აქვს, სადაც 8 საუკეთესო გუნდი გადავა.
“ა” ჯგუფში “აკადემია 1”-მა გაინაღდა პლეი ოფისა და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატის საგზური. მეოთხედფინალთან ახლოსაა “ჰიუნდაიც”, თუმცა თსსუ-საც აქვს შანსი – თუკი აკადემიელებს დაამარცხებს, რის შემდეგაც შესაძლოა, სამ გუნდს შორის საქმე ბურთების შეფარდებამდეც მივიდეს.
“ბ” ჯგუფში უპირობო ფავორიტია “დინამო”, რომელმაც 2 მატჩი იოლად მოიგო და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. მეორე გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა – პრეტენდენტები “მართვე 1” და “ზაზა 2” არიან. “ც” ჯგუფის ფავორიტი “ზაზა 1”-ია, რომელმაც დღეს “მართვე 3” დაამარცხა და პირველობა გაინაღდა. ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა “აკადემია 2”, რომელმაც დღეს “ოვერტაიმს” სძლია და ხვალ, გადამწყვეტ შეხვედრაში “მართვე 3”-ს დაუპირისპირდება.
დაბოლოს, “დ” ჯგუფი, სადაც დაუმარცხებლად ლიდერობს “ვინგსი 1”. ამ გუნდმა პლეი ოფი გაინაღდა, ხოლო მეორე იღბლიანი სავარაუდოდ “მეგა” იქნება, რომელმაც კონკურენტი თსუ და “მაკაბი” უკვე დაამარცხა და ხვალ ჯგუფში ყველა წაგების მქონე “მართვე 2”-ს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში, შესაბამისად საქართველოს ჩემპიონატზე გავა.