თბილისის 2003-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალი დაიწყო

თბილისის 2003-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალი დაიწყო

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო 2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალმა. ტურნირი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მხარდაჭერით ტარდება და მასში 9 გუნდი მონაწილეობს.
გუნდები 2 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც გამოვლინდება 2-2 საუკეთესო, რომლებიც თბილისის ჩემპიონის გამოსავლენად ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ.
დღეს აკადემიის დარბაზში 4 მატჩი გაიმართა. იოლი გამარჯვებები მოიპოვეს „დინამომ“, „ჰიუნდაიმ“, „აკადემია 1“-მა და „ოვერტაიმმა“ აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო აკადემია ტურნირში 3 გუნდით მონაწილეობს.
მორიგი მატჩები აკადემიის დარბაზში ხვალ, 14 ივნისს გაიმართება.
13 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
აქსე – დინამო                           26:50
ჰიუნდაი – მთიები                  25:4
აკადემია 1 – აკადემია 3          58:12
აკადემია 2 – ოვერტაიმი         16:48