გუშინ თელავში დაწყებული 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
ტური დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაგრძელდა. დღის პირველ
მატჩში ,,ჰიუნდაი“ აკადემია 2-ს დაუპირსიპირდა და მეტოქე 75:50 დაამარცხა
. შეხვედრის
საწყისი ათწუთეული აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში ,,ჰიუნდაი“
გააქტიურდა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით
გავიდა – 36:30. მატჩის მეორე ნახევარში ,,ჰიუნდაიმ“
კვლავ აქტიურად ითამაშა, დასკვნით მეოთხედში კი მეტოქე საბოლოოდ გატეხა და შეხვედრა
მოგებითდაასრულა. გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით 27 ქულითა და 17 მოხსნით სანდრო ბოლქვაძემ
ულიდერა, ხოლოაკადემია 2-ს 11 ქულა ბადრი ჭიხვარიამ შესძინა. ,,ავერსისა“ და აკადემია
1-ის მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელთაც ყველა კომპონენტში დაჯაბნეს
მეტოქე და იოლი გამარჯვება მოიპოვეს – 103:49. აკადემიელებს ულიდერა ბექა დარახველიძემ, რომელმაც
28 ქულა დააგროვა და მატჩის ბომბარდირი გახდა. ავერსელთა მხრიდან ლუკა ოსკოპელი გამოირჩა რომელმაც 19 ქულითა და
13 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
შსს აკადემიისა და თსსუ-ს დაპირისპირება შსს-ს გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მეტოქე 106:33 გაანადგურა. ,,ძალოვნებმა“ ყველა პერიოდში აჯობეს
,,მედიკოსებს“ და სრულიად დამსახურებული გამარჯვეა მოიპოვეს. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს 8 ქულა გუორგი რაზმაძემ
შესძინა, ხოლო შსს აკადემიას შემადგენლობაში 16-16 ქულა ლევან გორდულაძისა და ნუგზარ
აბულაძის ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე
ერთადერთი პასი დააკლდა. აღსანიშნავია აგრეთვე არჩილ პულუზაშვილისა და შოთა გელაზონიას
კარგი თამაში. პულუზაშვილმა 13 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა,
ხოლო შოთა გელაზონიას სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა – 12 ქულა, 21 მოხსნა და 9 პასი.
დღის ბილოსწინა მატჩში შედგა ,,ზღვისპირელთა“ დერბი,
სადაც სოხუმმა ,,ბათუმს“ უმასპინძლა და 100:58 დაამარცხა მეტოქე. სოხუმის გუნდს ულიდერა ოთო ბულიავამ, რომელიც ჩინებულად
გასარჯა და 40 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ავტორი გახდა. ,,ბათუმის“
მხრიდან კი ნიკა კოკობინაძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.
დღის ბოლოს
გაიმართა ნაკრები97-ისა და ,,ნიკეას“ დაპირიპირება, სადაც ნაკრებმა 74:54 სძლია მეტოქეს
და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მატჩი ძალიან საინტეესო და დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის
პირველი ნახევარი ,,ნიკეას“ უპირატესობით წარიმართა, რომელმაც ტაიმში 27:23 იმარჯვა.
მესამე მეოთხედში კადეტებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და პერიოდის მიწურულს
ფრე – 42:42 დააფიქსირეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო მეოთხე პერიოდი სადაც ნაკრებმა
,,ნიკეას“ შანსდი არ დაუტოვა და მეტოქე სოლიდური სხვაობით დაამარცხა. ,,ნიკეას“ რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ
შეასრულა. ვოვა ბულიგინმა 19 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ხოლო საბა კუპრაშვილმა –
11 ქულა და ამდენივე მოხსნა.
ნაკრები 97-ს
16 ქულით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლით თავი სოსო მაჭავარიანმა და ვილი
ისიანმა გამოიჩინეს. მაჭავარიანმა საკუთარ აქტივში 11 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო
ისიანის ანგარიშზე 10 ქულა და 15 მოხსნაა.
რაც შეეხება
,,თელავისა“ და ,,ქუთაისის“ დაპირისპირებას, ,,იმერლებმა“ მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს
და დიდი სხვაობით, 98;68 დაამარცხეს. ,,თელავის“
მხრიდან 16 ქულით ჯუმბერ ყვარელაშვილი გამოირჩა, ხოლო15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი
დუბლი რევაზ ხაჩიძემ მიითვალა.
ქუთაისის გუნდში
შესანიშნავად იასპარეზა უჩა გამრეკლიძემ, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა. გამრეკლიძეს 1 ქულით ჩამოუვარდა მისი თანაგუნდელი ლევან გრძელიძე,
რომლის ანგრიშზეც 22 ქულაა, ხოლო ზეზვა ლილუაშვილს
ორმაგ დუბლამდე ერთადერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა – 13 ქულა და 9 პასი.