თელავში დაწყებული ტური ქუთაისში დასრულდება

თელავში დაწყებული ტური ქუთაისში დასრულდება

გუშინ თელავში დაწყებული18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
ტური დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო ,,აკადემიის“ დარბაზში გაგრძელდა. ,,თელავმა“
შინ სამედიცინო მიიღო და მეტოქე 78:47 დაამარცხა. 

მასპინძელთა შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: რევაზ ხაჩიძემ 27 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა,
ხოლო ოთარ ამონიშვილმა 11 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. თსსუ-ს შემადგენლობაში გამოირჩა
ალექსანდრე მორიძე, რომლის ანგარიშზეც 9 ქულაა.  

,,აკადემიის“ დარბაზში შედგა ,,კარდინალისა“ და აკადემია 2-ის დაპირისპირება, სადაც ,,კარდინალმა“ მინიმალური სხვაობით, 64:63 სძლია მეტოქეს. შეხვედრის
საწყისი ათწუთეული აკადემილებმა კარგად დაიწყეს, თუმცა მეორე მეოთხედში ,,კარდინალი“
გააქტიურდა და პირველ ნახევარი 10-ქულიანი უპირატესობით 37:27 იმარჯვა.  საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. მესამე
მეოთხედში ,,კარდინალმა“ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და წინ 56:41 გავიდა. აკადემიელები
მხოლოდ დასკვნით მეოთხე მეოთხედში ათამაშდნენ მძლავრად, რაც მოსაგებად საკმარისი არ
აღმოჩნდა.  გამარჯვებულებს 14 ქულით გურამ კენჭიაშვილმა
ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თედო მეგრელიძის ანგარიშზეა. ორმაგ
დუბლამდე 1ერთადერთი მოხსნა დააკლდა ვახტანგ ელისაბედაშვილს, რომლის ანგარიშზეც 11
ქულა და 9 მოხსნაა.  რაც შეეხება აკადემია
2-ს, მის შემადგენლობაში 14 ქულით ბექა წილოსანი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი
იაკობიძემ მიითვალა – 13 ქულა და 11 მოხსნა.  

საინტერესო გამოდგა აკადემია 1-სა და შსს აკადემიის
შეხვედრა, სადაც შსს აკადემიამ 62:56 იმარჯვა. შეხვედრის პირველი ტაიმი გუნდების თანაბარი
უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდის დასრულებამდე 21.8 წამით ადრე 30:27
წინ შსს გავიდა, რომელმაც დიდი შესვენებისთვის მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა
– 32:27. მესამე მეოთხედში აკადემიელები სხვაგვარად ათამაშდნენ და მეოთხედის დასრულებამდე
2:50 წამით ადრე 2 ქულის სხვაობით, 39:37 დაწიანურდნენ.  დარჩენილ დროში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და მესამე
მეოთხედი აკადემიელთა მინიმალური უპირატესობით, 43:42 დასრულდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა
მატჩის დასკვნითი მეოთხედი, სადაც შსს-მ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, პერიოდში 20:13
აჯობა მეტოქეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.  შსს აკადემიას შოთა გელაზონიამ ულიდერა, რომელმაც
19 ქულა, 26 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. აკადემია 1-ის შემადგენლობაში
კი ბექა დარახველიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა.
 

 ,,ნიკეამ“ უმაპინძლა
,,ბათუმს“ თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 61:72 მარცხი განიცადა.  აღსანიშნავია, რომ ,,ზღვისპირელთა“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ერთბაშად ოთხმა მოთამაშემ შეასრულა: ნიკა კოკობინაძემ(17ქ.14მ), გიორგი
გოგუაძემ(11ქ.12მ), მიხეილ ბოლქვაძე(12ქ.17მ) და თემურ ზაქარაძემ(10ქ.11მ), ხოლო ,,ნიკეას“
მხრიდან  ორმაგი დუბლი ვოვა ბულიგინისა და საბა
კუპრაშვილის ანგარიშზეა. ბულიგინმა 18 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო კუპრაშვილმა 11 ქულა
და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.   დღის დასკვნით მატჩში შედგა ნაკრები97-სა და ,,ჰიუნდაის“
დაპირიპირება, სადაც ,,ჰიუნდაიმ“ 68:52 იმარჯვა. ,,კადეტთა“ შემადგენლობაში 11 ქულით
სოსო მაჭავარიანი გამოირჩა, ხოლო ,,ჰიუნდაის“ გუნდს 29 ქულით სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა.
ორმაგი დუბლი მიითვალეს დავით როგავამ(23ქ. 10მ) და კახაბერ ტომარაძემ(10ქ.12მ).
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ჩემპიონატის ორი მატჩი
ხვალ რუსთავსა და ქუთაისში შედგება. ქვემოქართლელები საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს“ 11:00
საათზე უმასპინძლებენ, ხოლო ,,ქუთაისი“ შინ ,,ავერსს“ 14:00 საათზე მიიღებს.