18-წლამდელთ ჩემპიონატში პლეი ოფის წყვილები და სერიის მატჩების გამართვის თარიღები გაირკვა. მართალია, რეგულარული ჩმპიონატის დასრულებამდე 1 მატჩი დარჩა, თუმცა 4 ივნისს დაგეგმილ “გორი” – “მართვეს” შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, მართველები მე-8 ადგილს დაიკავებენ, ხოლო “გორი” – მეცხრეს. შესაბამისად, პლეი ოფში გამსვლელი 8 გუნდის ვინაობაც ცნობილია და მეოთხედფინალური მატჩები სტარტს 7 ივნისიდან აიღებენ.
პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სტადიაზე სერია 1 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ნახევარფინალებში და ფინალში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. სერიაში მეტოქეები ითამაშებენ 2 მატჩს და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც 2 შეხვედრის ჯამში ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება. თუკი 2 მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდა, დაინიშნება დამატებითი დრო.
პლეი ოფში გავიდა ზაზას აკადემიის სამივე გუნდი, ასევე – აკადემია, ჰიუნდაი, რუსთავი, იბერი და მართვე. ოთხივე მეოთხედფინალი გაიმართება 7 ივნისს, ხოლო ნახევარფინალური სერიის მატჩები 9 და 10 ივნისს ჩატარდება. მე-3 ადგილისთვის მატჩი 13 ივნისსაა დანიშნული, ხოლო ფინაური სერიის შეხვედრები 13 და 16 ივნისს გაიმართება.
გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას, პლეი ოფის წყვილებს და თამაშების კალენდარს.
შენიშვნა: სანამ ბოლო მატჩი არ ჩატარდება და ყველა გუნდის თამაშების რაოდენობა არ გათანაბრდება, ცხრილში თანაბარი ქულების მქონე გუნდებს შორის უმჯობესი ადგილი მას უკავია, რომელსაც საერთო ბურთების შეფარდება უკეთესი აქვს. როცა დასრულდება რეგულარული ჩემპიონატი, თანაბარქულიან გუნდებს შორის უპირატესობა პირად შეხვედრებში ნაჩვენებ შედეგებს მიენიჭება.