ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს რკინიგზასთან გრძელდება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს რკინიგზასთან გრძელდება

გალერეა
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზასა“
და  კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას  შორის თანამშრომლობა გრძელდება.  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს  ეროვნულ ნაკრებსა და სუპერლიგას კვლავ გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას.
მხარდაჭერა  ასევე  ვრცელდება
3 ასაკობრივ  – 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოლიმპიურ სასახლეში მოეწერა.
კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და
„საქართველოს რკინიგზას“
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძემ,
ხოლო
„საქართველოს რკინიგზიდან“
გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი.

მიხეილ გაბრიჩიძე,
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: უკვე
მეორე წელია გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს რკინიგზასთან. ეს კომპანია აქტიურად
არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და ძალიან ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს
სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან თუ კლუბებთან ერთად. რაც შეეხება კალათბურთს, ჩვენ
მადლიერნი ვართ იმ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში
გვქონდა. შარშან რთული წელი იყო, წელს კიდევ უფრო რთული წელი გველოდება და მე იმედი
მაქვს, რომ საქართველოს რკინიგზასთან ერთად შევძლებთ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი
მიღწეული წარმატებებით. ეს არ შემოიფარგლება მარტო ევროპის ჩემპიონატით – მოგეხსენებათ,
რომ წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ
ციკლში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ წარმატებასაც.

მამუკა ბახტაძე,
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: საქართველოს
რკინიგზა განაგრძობს ქართული სპორტის დახმარებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას. წელსაც
ვაგრძლებთ ძალიან ნაყოფიერ ურთიერთობას საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან. ხელშეკრულება
ამჯერად  უფრო კომპლექსური გახლავთ – ის მოიცავს
არამარტო ეროვნულ ნაკრებს, არამედ სხვა ასაკობრივ ნაკრებებსაც და აქედან გამომდინარე
ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან გვიხარია ის შედეგები რაც
გასულ წელს გვქონდა და წელს მთელ ერთან ერთად ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: მინდა მადლობა
გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას, როგორც კალათბურთის ფედერაციისთვის,
ასევე მთლიანად ქართული სპორტისთვის გაწეული დახმარებისათვის. ასეთი მემორანდუმი ხელს
უწყობს კალათბურთის განვითარებას ქვეყანაში. ეს კიდევ უფრო კარგია, როდესაც ჩვენ პირდაპირ
ვხედავთ შედეგებს. ჩვენი კალათბურთელები არიან ერთერთი ყველაზე წარმატებულები სანაკრებო
დონეზე. ნამდვილად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ისინი აუცილებლად გვასახელებენ ევროპის
ჩემპიონატზე. ასევე გვახარებს ის ფაქტიც, რომ ასაკობრივ ნაკრებებშიც გვაქვს წარმატებები.
მსაგვსი თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კალათბურთისა თუ სხვა სპორტის სახეობების
განვითარებას საქართველოში.