საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ზაზა 1 საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონია

ზაზა 1 საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა 18-წლამდელთა ფინალური შეხვედრა და  გამოვლინდა 2017-2018 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონი.

აღნიშნული ტიტული „ზაზას აკადემიის“ გუნდმა  ზაზა 1-მა მოიპოვა, რომელმაც ფინალში “ზაზა 2”  ანგარიშით  81:67 დაამარცხა.

ზაზა1-ის რიგებში 18 ქულით  ნიკა მეცხვარიშვილი გამოირჩა, ხოლო ზაზა2-ის შემადგენლობაში 13 ქულით საუკეთესო გიორგი მამალაძე იყო. ზაზა1-ის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.  

მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.  ვერცხლის მედლებით  ზაზა 2-ის გუნდი ვეტერანმა კალათბურთელებმა გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს, ჩემპიონ გუნდს ოქროს მედლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა  ალეკო პეტრიაშვილმა და  ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცეს.

18-წლამდელთა ჩემპიონი გუნდი დაჯილდოვდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების,  ანზორ ლეჟავასა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასით – გუნდის კაპიტანს, ვახტანგ გაფრინდაშვილს თასი  ვეტერანმა კალათბურთელებმა, გივი ბიჭიაშვილმა და ანზორ ლეჟავას თანაგუნდელმა,  ანტონ კაზანჯიანმა გადასცეს.  ზაზა1-ის გუნდის კაპიტანს საჩემპიონო თასი ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.  

დღესვე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა მესამე ადგილისთვის მატჩი, სადაც ერთმანეთს ჰიუნდაისა და აკადემიის გუნდები დაუპირისპირდნენ. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.  გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდის ბოლო წუთებზე აკადემიის უკანახაზელმა ოთარ პერტაიამ გამარჯვების 2-ქულიანი ჩააგდო და მატჩი აკადემიელთა სასარგებლოდ 89:87 დასრულდა.

 გამარჯვებული გუნდი ბრინჯაოს მედლებით  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა  ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.