საქართელოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მატჩებს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. “დინამოსა” და “ზაზა 2”-ს შორის სერიაში ანგარიში 1:0 იყო, მეორე მატჩი კი კვლავ “ზაზა 2”-მა მოიგო და საერთო ანგარიშით 2:0 დაწუნაურდა.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, გიორგი ბიგანაშვილმა სამქულიანით დინამოელები რომ ქულით დააწინაურა. მას “ზაზას” მხრიდან დაჩი ქავთარაძემ სამქულიანითვე უპასუხა, რის შემდეგაც ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა – 92:87.
“ზაზა 2”-ს დაჩი ქავთარაძემ 30 ქულით ულიდერა. 13-13 ქულა ირაკლი კილაძემ, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და მათე კაპანაძემ მოაგორვეს. ამ უკანასკნელმა 10 პასიც მიითვალა. “დინამოში” 29 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ვოვა თავაქარაშვილი. გიორგი ბიგანაშვილის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბრძოლა არ შედგა. “აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც აკადემიალებმა დამაჯერებელი სხვაობით – 90:59 მოიგეს. გამარჯვებულთაგან 27 ქულით ლაა მიქელაძე გამოირჩა. 15 ქულა და 10 მოხსნა ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზეა. 13 ქულა გიგა მახვილაძემ მიითვალა. ქუთაისელთაგან 13 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ჭეიშვილი.
“ზაზა 2” – “დინამოს” სერიის მომდევნო, მე-3 მატჩი 1 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. “აკადემია” კი 24 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში 18:15 საათზე კიდევ ერთხელ უმასპინძლებს “ქუთაისს”.