სტატისტიკა
გალერეა 28 მოგება და 2 წაგება – ამ შედეგით დაასრულა „ზაზა
ფაჩულიას აკადემიის“ გუნდმა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი – რაც ცხადია, ჩემპიონობის
მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. დეიან პროკიჩისა და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა
გუნდმა ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი „ჰიუნდაის“ დამაჯერებლად –
58:36 მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
„ზაზამ“ ჩემპიონატის პირველი მატჩინახევარფინალურ სერიაში
– „არმიასთან“ წააგო, თუმცა შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში იმარჯვა და ფინალში გავიდა.
სეზონის მეორე მატჩი აკადემიელებმა ფინალურ სერიაში წააგეს „ჰიუნდაისთან“, თუმცა ეს
იყო ბოლო ფეხის დაცდენა, რის შემდეგაც დეიან პროკიჩის გუნდმა ზედიზედ 2 მატჩი მოუგო
ჰიუნდაელებს და ტიტულს დაეუფლა.
დღეს გამართული ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი
შეხვედრა ფინალის შესაფერისი ვერ გამოდგა. „ზაზას აკადემიის“ უპირატესობა დიდი იყო.
შეხვედრა 10:0 გაქცევით დაიწყეს და ზაზელებს ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან
აღარ გაუშვიათ. „ჰიუნდაი“ მეტოქესთან 10 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდა, რაც „ზაზას“ ჩემპიონობას
უფრო დამაჯერებელ ელფერს სძენს.
ჩემპიონებს 17 ქულით ნიკა მეცხვარიშვილმა ულიდერა.
8-8 ქულა დააგროვეს ლადო ალავიძემ, გიორგი ალავიძემ და დავით კაკუშაძემ. ლუკა კალატოზიშვილმა
თავი 10 მოხსნითა და 7 ქულით გამოიჩინა. ჰიუნდაელთაგან 16 ქულით აკაკი ფიფია გამოირჩა.
8 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ლევან თავხელიძემ.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე
„ჰიუნდაი“ ვერცხლის მედლებით საერთაშორისო კლასის არბიტრმა, ვეტერანმა როლანდ ხომერიკმა
დააჯილდოვა. ასაკობრივ ჩემპიონატებში დაწესებული ვეტერანი ქართველი კალათურთელების
სახელობის პრიზი გამარჯვებულებს ანტონ კაზანჯიანმა გადასცა. „ზაზას“ კაპიტანმა რევაზ
გოგელიასა და ვალერი ალთაბაევის სახელობის თასი ჩაიბარა.
ოქროს მედლებით ჩემპიონი „ზაზას“ შემადგენლობა ეროვნული
ნაკრების წევრმა – გიორგი შერმადინმა დააჯილდოვა, რომელმაც 18-წლამდელთ ჩემპიონატი
„ზაზას აკადემიის“ კაპიტნისთვის საჩემპიონო თსის გადაცემით დახურა.