ზაზას აკადემიამ ჰიუნდაის ფინალური სერია გაუთანაბრა

ზაზას აკადემიამ ჰიუნდაის ფინალური სერია გაუთანაბრა

 სტატისტიკა
 გალერეა 18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაში
ანგარიში გათანაბრდა. „ზაზა ფაჩულიას აკადემიის“ გუნდმა, რომელმაც პირველი შეხვედრა
დათმო და საერთო ანგარიშით 0:1 აგებდა, დამაჯერებელი სხვაობით სძლია „ჰიუნდაის“ და
სერიაში  ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმი მწირექულიანი გამოდგა, რომელიც „ზაზამ“
მინიმალური სხვაობით – 21:20 მოიგო. მიზეზი დაცვითი თამაში და უფრო მეტად ორმხრივი
შეცდომები იყო. მეორე ტაიმში ზაზას აკადემიის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა და ხელჩასაჭიდ
უპირატესობას დაეპატრონა, რომელიც მატჩის ბოლომდე 22 ქულამდე გაზარდა და 58:36 გაიმარჯვა.

„ზაზას“ 17 ქულით ნიკა მეცხვარიშვილმა ულიდერა. სამმა
კალათბურთელმა – ვლადიმერ ალავიძემ, გიორგი მამალაძემ და დავით კაკუშაძემ 8-8 ქულა
მიითვალეს. „ჰიუნდაიში“ 16 ქულით ბომბარდირი აკაკი ფიფია გახდა.

ჩემპიონის ბედი 23 ივნისს, 18:45 საათზე დანიშნულ სერიის
მე-3 მატჩში გადაწყდება.