ძალიან დაძაბული და დრამატული შეხვედრა გაიმართა კვირას „დინამოს“
საწვრთნელ ბაზაზე. 18–წლამდელთა 2 მატჩიდან ერთი – „ზაზას“ და „სოხუმის“
დაპირისპირების ბედი ბოლო წამებზე ზურაბ სამხარაძის გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა.
სოხუმელებს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, ცენტრალური თავდამსხმელი
გეგა მესხი აკლდა, რომელიც ავადმყოფობის გამო ლიკა ქაჯაიას გუნდს ვერ დაეხმარა.
ტანმაღალი მესხის არყოფნით ისარგებლეს ზურაბ სამხარაძის დამოძღვრილი „ზაზას“
კალათბურთელებმა და სოხუმელთა შეტევის ძირითად არიალად ფარქვეშეთი შეარჩიეს.
თანაც, „ზაზას“ საკმაოდ ტანმათალი მოთამაშეები ყჰავდა წინა ხაზში, რომელთაანაც შოთა
გელაზონია გამოირჩეოდა, ვის ანგარიშზეც საბოლოოდ 14 მოხსნა და 10 ქულა დაგროვდა.
პირველი მეოთხედი „ზაზამ“ 17:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე
11 ქულით ლიდერობდა. მესამე მეოთხედში სოხუმელებმა სცადეს ფორსირებული იერიშებით
თამაშში გარდატეხა შეეტანათ, მაგრამ „ზაზას“ კალათბურთელებმა დიდი სიმტკიცე
გამოიჩინეს დაცვაში და მესამე მეოთხედი ქაჯაიას გუნდმა მხოლოდ 3 ქულით მოიგო.
გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელებს 8 ქულის გაბათილება მართებდათ, რაც
ერთი შეხედვით იოლი მისია ჩანდა, რაკი „ზაზას“ ლიდერები პერსონალური ჯარიმების
ლიმიტის გამო მოედნიდან ბოლო წუთებში გავარდნენ. სოხუმელებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ
მათ გადამწყვეტ მომენტში ისეთი ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილეს ბურთები რომ მათი
წაგება გარდაუვალი გახდა. „ზაზას“ მოთამაშეებმა მართლაც შეუპოვრად იბრძოლეს და
საბოლოოდ გამარჯვებასაც იმსახურებდნენ. გამარჯვებულებს გელა გულმაგარაშვილმა
ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. წაგებულთაგან კი ოთო ბულიავა
გამოირჩა 15 ქულითა და 17 მოხსნით.
მეორე მატჩში ერთმანეთს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „ავერსი“ და „ორბი“
შეხვდნენ. ფარმაცევტული კომპანიის სპონსორობით წელგამართული გუნდი ერთადერთია
ჩემპიონატში, რომელსაც დამარცხება არ განუცდია. ავერსელებმა არც „ორბთან“
გაწყვიტეს წარმატებული სერია და საბოლოოდ დამაჯერებლად – 86:59 იმარჯვეს.