ზღვისპირელებმა ნიკეასთან იმარჯვეს

ზღვისპირელებმა ნიკეასთან იმარჯვეს

18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი დღეს ბათუმში დაიწყო. ზღვისპირელებმა ,,ნიკეას” უმასპინძლეს და
მეტოქე დიდი სხვაობით, ანგარიშით 101:62 სძლიეს.

ბათუმმა ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს,
მატჩის ყველა მეოთხედში იმარჯვა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში
ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა მიითვალა: ნიკოლოზ კოკობინაძემ 21 ქულა და 13 მოხსნა
დააგროვა, ხოლო თემურ ზაქარაძის ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა.

რაც შეეხება ,,ნიკეას” გუნდს, მის შემადგენლობაში ვოვა
ბულიგინი გამოიჩა, რომელმაც 19 ქულა და 24 მოხსნა მიითვალა.
 18-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი ხვალ თბილისის სპორტი სასახლეში შედგება: კარდინალისა და სოხუმის გუნდები ერთმანეთს 12 საათზე დაუპირისპირდებიან.