24 ოქტომბერს სტარტი აიღო დედაქალაქის ჩემპიონატმა
18-წლამდელთა შორის, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ფედერაციის
დახმარებით ატარებს. რამდენიმე დღის წინ დასრულებული დედაქალაქის 16 წლამდელთა ჩემპიონატის
მსგავსად, 18-წლამდელთა პირველობის მიზანიც პრიზიორთა და საქართველოს ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდების გამოვლენაა.
ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობს,
რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. შექმნილია ორი  4-გუნდა და ორიც 5-გუნდა
ჯგუფები. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ბრძოლას ჩემპიონობისთვის
მეოთხედფინალიდან გააგრძელებს, ხოლო III-IV ადგილებე გასული გუნდები (ჯამში 8) საქართველოს ჩემპიონატის დარჩენილი
2 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებენ.
მთლიანობაში, 18 გუნდიდან ქვეყნის
პირველობაზე 10 საუკეთესო გუნდი გავა. 24 ოქტომბერს საკალათბურთო აკადემიაში
ჯგუფური ეტაპის 6 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც გთავაზობთ.
18-წლამდელთა თბილისის
ჩემპიონატი.საკალათბურთო აკადემია. 24 ოქტომბერი
მართვე 2-
კარდინალი           53:68
მაკაბი –
ლომები                   
 89:70
შსს აკადემია –
არმია              67:54
                                          დინამო – აკადემია 2              37:46                                          
თსსუ – ნიკეა
2                        71:28
ნიკეა 1 – TBC                        
 95:43