20-წლამდელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს

20-წლამდელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს

თბილისის „დინამო“ წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ამროსი ორმოცაძისა და მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 20-წლამდელთა ჩემპიონატში
ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. 

დინამოელებმა ამჯერად „შსს-აკადემია“ დაამარცხეს. არადა, „დინამომ“ ჩემპიონატი 6 მარცხით დაიწყო. წყალგამყოფ
თარიღად 7 დეკემბერი შეიძლება ჩაითვალოს, როცა დინამოელებმა რუსთავში ტურნირზე პირველი
გამარჯვება მოიპოვეს. მას შემდეგ ორმოცაძის გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და ტურნირის
აუტსაიდერებიდან ფავორიტებში გადაინაცვლა.

 დღევანდელ მატჩში დინამოელებმა თამაში მეორე მეოთხედში
შემოატრიალეს. პირველი მეოთხედის 9:13 წაგების შემდეგ მომდევნო პერიოდი 17:10 მოიგეს
და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონნენ. ბოლო მეოთხედში დინამოელები 49:39 ლიდერობდნენ,
მაგრამ მატჩის სადავეები ხელიდან გაექცათ და შსს-ელებმა ანგარიში გაათანაბრეს –
49:49. მიუხედავად სოლიდური უპირატესობის გაფლავგვისა, დინამოელებმა მოახერხეს თამაშის
გამარჯვებამდე მიყვალა. მატჩის ბედი მას მერე გადაწყდა, როცა თამაშის დასრულებამდე
1 წუთით ადრე გიორგი ორმოცაძემ სამქულიანი ჩააგდო და „დინამო“ მეტოქესთვის მიუწვდომელი
გახადა.

 

მეორე მატჩში „ოლიმპმა“ „ჰიუნდაის“ მოუგო. ნიკო ჩერქეზიშვილის
გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მოეთხედში 10-ქულინი ლიდერობა
მოიპოვეს, თუმცა შემდეგ „ოლიმპმა“ სიზუსტეს და სიჩქარეს უმატა, ლიდერობას დაეპატრონა
და 36:32 მოიგო.

მეორე ტაიმში „ჰიუნდაის“ მოთამაშეები ბევრს ეცადნენ,
მაგრამ გამართულად მოთამაშე ოლიმპელების დამარცხება ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ დიმიტრი
ჟაკობოვის გუნდმა 70:59 იმარჯვა და ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა.

ოლიმპელთაგან 21 ქულითა და 15 მოხსნით გიორგი ცირეკიძე
გამოირჩა, „ჰიუნდაიში“ კი 20 ქულით საუკეთესო კახა ტომარაძე იყო.

შსს-აკადემია – დინამო          54:58

ოლიმპი – ჰიუნდაი                70:59