20-წლამდელებმა მორიგი ტური დაასრულეს

20-წლამდელებმა მორიგი ტური დაასრულეს

ვაკეში მდებარე აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგ ტურს უმასპინძლა. დღის პირველ მატჩში შედგა შსა აკადემიასა და ,,კარდინალის“
დაპირისპირება, სადაც საბოლოოდ აკადემიელებმა 74:77 იმარჯვეს.

 შეხვედრის პირველი
ნახევარი ,,კარდინალის“ უპირატესობით წარიმართა, რომელმაც ტაიმში 38:36 იმარჯვა.. მესამე
მეოთხედში ,,ძალოვნები“ გააქტიურდნენ და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 54:55, გადამწყვეტ
მეოთხედში კი მოახერხეს თამაშზე მობილიზება, მეტოქე საბოლოოდ გატეხეს და სატურნირო
ცხრილში 11 მოგებითა და 3 მარცხით პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ. შსს აკადემიას 25 ქულით
მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა, ხოლო 21 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი
მოხსნა ნოდარ თენიეშვილს დააკლდა. ,,თბილისის კარდინალებს“ 15 ქულა გიორგი კალანდაძემ
შესძინა, ხოლო 12 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ხარაძის ანგარიშზეა.

 ,,დინამოსა“
და სტუ-ს შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებით დასრულა, რომელმაც მეტოქე დიდი
ანგარიშით 108:86 დაამარცხა. მატჩის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში სტუ დაწინაურდა და წინ 47:41 გავიდა. მესამე პერიოდის
შუაწელში ,,ტექნიკოსებმა“ მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – 47:64, რომელიც
მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და სრულიად დამსახურებული  მოგება გაიფორმეს. ,,დინამოს“ შემადგენლობაში გიგა
მეხრიშვილი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულითა და 12 მხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო
სტუ-ს მხრიდან ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა გამოიჩინა. საბა ლობჟანიძემ
33 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ზურაბ მაჩალაძემ – 24 ქულა და 12 მოხსნა.

 დღის დასკვნით
მატჩში ,,მაკაბიმ“ უმასპინძლა ,,ქუთაისს“, თუმცა მეტოქესთან ევრაფერი გააწყო და უშანსოდ,
52:108 დამარცხდა. ,,ქუთათურებმა“ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და მორიგი
გამარჯვება იზეიმეს. მაკაბელებს 36 ქულით ლევან რევაზაშვილმა ულიდერა, ხოლო ,,ქუთაისის“
შემადგენლობაში 30 ქულით საუკეთესო ლევან გრძელიძე იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ავთანდილ
ლომინაშვილმა, რომელმაც 28 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.