20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ ტურს უმასპინძლა საკაალთბურთო
აკადემიის დარბაზმა, სადაც ერთმანეთს ,,კარდინალი” -,,მაქაბი”, ,,ოლიმპი”- ,,დინამო”
და სტუ -,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ.
,,თბილისის კარდინალებმა”
დიდი ანგარიშით დაამარცხეს მაქაბის გუნდი – 87:57. მოგებულებს ბექა ღუდუშაურმა ულიდერა,
რომელმა 28 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი
მიითვალა, ხოლო ,,მაქაბის” შემადგენლობაში საუკეთესო ლევან რევაზაშვილი იუო, რომელიც
30 ქულითა და 12 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
დებიუტანტი
,,ოლიმპი” დიდი სხვაობით დამარცხდა თბილისის ,,დინამოსთან” – 55:88. დინამოელებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს
მეტოქეს და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვეს. ,,ოლიმპის’ რიგებში 22 ქულით ლუკა მინაშვილი
გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ბექა ნადირაძის ანგარიშზეა – 12 ქულა და 10 მოხსნა. ,,დინამოს” გუნდს ულიდერა ირაკლი ალხანაიძემ, რომელიც 28 ქულითა და
16 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
რაც შეეხება დღის დასკვნით შეხვედრას, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა
,,რუსთავს” უმაპსინძლა და მეტოქეს დამაჯერებლად 88:64 სძლია. სტუ-ს შემადენლობაში ორმაგი
დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა – ზურაბ მაჩალაძემ 28 ქულა, 32 მოხსნა, 7 ჩაჭრა მიითვალა, გიორგი ტეტელაშვილმა
12 ქულა და 10 პასი, ხოლო დავით კორძაძემ 18 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ,,რუსთავის”
მხრიდან ლუკა მებურიშვილი გამოირჩა, რომელმაც
საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.