20-წლამდელთა ჩემპიონატი ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო

20-წლამდელთა ჩემპიონატი ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო

  შედეგები გალერეა4 ნოემბერს, 2 მატჩით დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი
20-წლამდელთა შორის. შეხვედრებს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ტურნირში
6 გუნდი მონაწილეობს – „სოხუმი“, „რუსთავი“, „აკადემია“, „ქუთაისი“, „მაკაბი“ და „ვითა“.
გათამაშების ფორმატი უცვლელია. რეგულარული ჩემპიონატში
გუნდები 4 წრეს ითამაშებენ, როს შემდეგაც 4 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. პლეი ოფის
ყველა სტადიაზე სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება.
პირველი ტურის 2 მატჩიდან დაძაბული არც ერთი არ გამოდგა.
„აკადემიამ“ 16 ქულის სხვაობით – 99:83 დაამარცხა „მაკაბი“. აკადემიელთა უკანახაზელმა
გიორგი თევდორაშვილმა, რომელიც აკადემიელთა სუპერლიგის გუნდის წევრია, 30 ქულა მიითვალა.
ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა სოსო გოგნაძემ, საბა მგალობლიშვილი აკადემიელებს
15 ქულით შეეშველა.
მეორე მატჩში ათქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა სოხუმელებმა
თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე ახლოს აღარ მიუშვიათ. პირველ პერიოდში
თემურ კანკიას გუნდმა 21:10 იძალა, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 46:27 იგებდა. „ვითამ“
მესამე პერიოდში თამაში გამოასწორა და აღნიშნული პერიოდი 20:11 მოიგო, თუმცა მეტისთვის
ძალები აღარ ეყო. ბოლო ათწუთეული ფრედ – 19:19 დასრულდა და სოხუმელთა გამარჯვებაც დაფიქსირდა
– 76:66.
გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლით გამოირჩა მამუკა ბაზუაშვილი,
რომელმაც 18  ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.
15 ქულა და 9 პასი დავით ლომიძის ანგარიშზე, 14 ქულა სოხუმელებს ლუკა ბულიავამ მიაშველა.

ვითა – სოხუმი 66:76

აკადემია- მაქაბი 99:83