შობა-ახალი წლის შესვენების შემდეგ ასაკობრივი ჩემპიონატები
განახლდა. 20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართა,
რომელთაგან 1 შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ერთიც – არა.
პირველ შეხვედრაში „ჰიუნდაიმ“ „“სოხუმს“ უმასპინძლა
და 36 ქულის სხვაობით – 104:68 დაამარცხა. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა
ჰიუნდაელთა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა. გამარჯვებულებს 23 ქულით და 12 მოხსნით
გიორგი კორსანტიამ ულიდერა. 22 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ალექსანდრე ფევაძემ, ლუკა
გიორგაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 12 ქულა ჰქონდა ირაკლი კალატოზიშვილს,
ანდრო ანთლაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.
მეორე მატჩში „ზაზამ“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და შეხვედრის
ბედი ბედი ძირითადი დროის დასრულებამდე 1,3 წამით ადრე გადაწყდა. თანაბარი შეხვედრის
ბოლო წუთზე „ზაზამ“ 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 57:55. იმერულ კლუბს თამაშის გადასარჩნად
10 წამი დარჩათ. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა ქუთაისელმა ცენტრმა, ლადო
ფურცხვანიძემ თავისიანის აცილებული ბურთი მოხსნა, მეტოქის კალათში ჩააგდო და თან მეურვე
მასზე დაჯარიმდა. ფურცხვანიძემ საჯარიმოც ჩააგდო და „ქუთაისი“ 58:57 დააწინაურა. „ზაზმ“
1,3 წამში ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხა.
ქუთაისელთა შორის 25 ქულით და 18 მოხსნით საუკეთესო
შედეგი ფურცხვანიძემ დააფიქსირა. 12 ქულა მოაგროვა, რომან ლაღიძემ, ხოლო დავით წივწივაძემ
შეხვედრა 8 ქულითა და 14 ქულით დაასრულა.