20-წლამდელთა ჩემპიონატი განახლდა

20-წლამდელთა ჩემპიონატი განახლდა

  შედეგები გალერეა20-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს დღეს თბილისის სპორტის
ახალმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ვითა“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ.
ამ მატჩში ფავორიტად „ვითა“ ითვლებოდა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში  რუსთაველებზე 6-ით მეტი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული,
თუმცა რუსთაველებმა მაქსიმუმი გაიღეს და თამაში სათავისო შედეგით – 65:53 დაასრულეს.

პირველი მეოთხედი „ვითამ“ 15:11 მოიგო, თუმცა შემდეგ
რუსთაველთა ჯერი დადგა. ქვემო ქართლურმა გუნდმა მეორე პერიოდი 23: მოიგო, ხოლო მესამეში
16:6 იმარჯვა და თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. რუსთაველებმა გუნდურად ითამაშეს
და გუნდის ყველა მათგანმა შეძლო ქულების მოპოვება. საუკეთესო შედეგი საბა პაპუაშვილმა
დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 11 ქულა დაგროვდა ირაკლი წიქარიშვილის
ანგარიშზე.

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ლიდერთა შეხვედრა.
„აკადემიამ“ პირველი მეოთხედი 23:13 მოუგო „სოხუმს“, დიდი შესვენებისთვის კი 18 ქულას
იგებდა. მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. დავით ლომიძისა
და თორნიკე გაგუას შედეგიანობით სოხუმელებმა მესამე პერიოდი 25:10 მოიგეს, ბოლო ათწუთეულში
კი გამარჯვებამდეც მივიდნენ – 73:65.

სოხუმელთაგან 26 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა დავით ლომიძემ,
ხოლო გაგუას ანგარიშზე 23 ქულა და 8 პასი დაგროვდა. ორმაგი დუბლი მიითვალა მამუკა ბაზუაშვილმა
– 11 ქულა, 12 მოხსნა, ხოლო აკადემიელთაგან 13 ქულითა და 14 მოხსნით  სოსო გოგნაძე გამოირჩა.

მესამე მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი
„მაკაბი“ და „ქუთაისი“ შეხვდა. იმერული გუნდი თავიდან დაწინაურდა და დამაჯერებლადაც
იგებდა, თუმცა „მაკაბი“ არ რჩებოდა,  ჩამორჩენას
აბათილებდა და წინაც გადიოდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მაკაბელებმა
გაცილებით მობილიზებულად ჩაატარეს და საბოლოოდ 79:73 იმარჯვეს.

„მაკაბის“ 34 ქულით და 15 მოხსნით თორნიკე გოგელაშვილმა
ულიდერა. 12 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა დავით დადუნაშვილმა. „ქუთაისში“ 18-18 ქულა
დააგროვეს ვაჩე ჭეიშვილმა და თორნიკე შარვაშიძემ.

 სოხუმი – აკადემია 73:65

ვითა – რუსთავი 53:65

მაქაბი – ქუთაისი  79:73