გალერეა
20-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 3 მატჩი გაიმართა. აკადემიის დარბაზმა საინტერესო და დაძაბულ შეხვედრებს უმასპინძლა.
პირველ მატჩში ‘’მგზავრები-არმიამ’’ ,,სოხუმი’’ 70:65 დაამარცხა. პირველ პერიოდში უპირატესობას სოხუმელები ფლობდნენ და საწყისი ათწუთეული 21:16 მოიგეს. მეორე მეოთხედში ‘’მგზავრები-არმიამ’’ თამაში გამოასწორა, ჯერ სხვაობა შეამცირა, დიდი შესვენებისთვის კი უკვე 4 ქულით ლიდერობდა – 35:39.
მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატეობით წარიმართა, მესამე პერიოდში ,,სოხუმი’’ გამოირჩა, ‘’მგზავრებმა’’ კი ბოლო მეოთხედის შედეგიანად ჩატარებით თამაშის მოგება მოახერხეს.
მესამე პერიოდში ‘’სოხუმმა’’ ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულის დასაწყისში 9-ქულიან ლიდერობასაც ფლობდა, თუმცა ზაქრაძის და სანაძის ზუსტი და კარგი თამაშის წყალობით ‘’მგზავრებმა’’ სხვაობა კვლავ შეამცირეს და თამაშის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა 1 ქულითაც გავიდნენ წინ. გადამწყვეტი წუთი ‘’მგზავრებმა’’ მობილიზებულად ჩაატარეს, სოხუმელებმა კი მნიშვნელოვანი საჯარიმოები ვერ გამოიყენეს და, საბოლოოდ, 65:70 დამარცხდნენ.
გამარჯვებულებს 28 ქულით და 9 მოხსნით ლუკა ზაქრაძემ ულიდერა, 18 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა სანდრო სანაძის ანგარიშზე, გიორგი ტურძელაძემ კი 12 ქულა მიითვალა.
‘’სოხუმში’’ საუკეთესო ლუკა ბულიავა იყო 15 ქულით, 14 ქულა ჰქონდა რომა კვერნაძეს, კონსტანტინე ბიწაძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა დააკლდა – 9ქულა, 12მოხსნა.
სოხუმი – მგზავრები-არმია 65:70
კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა დღის მეორე შეხვედრა, რომელშიც ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა ‘’აკადემიამ’’ ‘’რუსთავს’’ უმასპინძლა. ამ გუნდებს სეზონში ერთმანეთის წინააღმდეგ თითო გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული. ,,რუსთავმა’’ გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი 73:67 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში დაწინაურდა.
სტუმრები თავიდანვე შედეგიანად ათამაშდნენ და პირველ პერიოდში უკვე 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მართალია ,,აკადემიელებმა’’ მეორე მეოთხედში ნაკლები შეცდომა დაუშვეს, თუმცა რუსთაველებმა დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 10 ქულამდე მაინც გაზარდეს – 42:32.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს, დარბაიძის, გიორგაძის, ამირხანაშვილის ლიდერობით მათ ბოლო პერიოდის წინ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს, რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე რუსთაველების მიერ მოპოვებული 4-ქულიანი ლიდერობა. ქიტოშვილის და ლორთქიფანიძის წყალობით სტუმრებმა შეცდომები აღარ დაუშვეს და აკადემიელებს თამაშის გადარჩენის საშუალება არ მისცეს .
თორნიკე ქიტოშვილმა ‘’რუსთავს’’ 30 ქულით ულიდერა, ერეკლე ლორთქიფანიძემ კი 22 ქულა მიითვალა.
აკადემიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ნიკოლოზ დარბაიძემ დაძლია, 15 ქულასთან ერთად მან 9 მოხსნაც მიითვალა.
აკადემია – რუსთავი 67:73
წინა შეხვედრების მსგავსად საინტერესო გამოდგა ბოლო მატჩიც, რომელშიც ერთმანეთს ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები – ’მაქაბი’’ და ‘’ქუთაისი’’ დაუპირისპირდნენ. პირველ ნახევარში ,,მაქაბი’’ საიმედო ლიდერობას ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარში მაყურებელმა სულ სხვა თამაში იხილა.
7 ქულით ჩამორჩენილი სტუმრები დიდი შესვენების შემდეგ სწრაფად და მობილიზებულად ათამაშდნენ. ლადო ფურცხვანიძეს და ირაკლი მაცაბერიძეს მხარი დანარჩენმა თანაგუნდელებმაც აუბეს და ‘’ქუთაისმა’’ ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა – 58:59. ქუთაისლებმა ‘’მაქაბს’’ 15-ქულიანი გაქცევა მოუწყვეს და მეოთხე ათწუთეულში გალიდერდნენ – 65:59. ამის შემდეგ, სტუმრებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და თამაში ისე ჩამთავრდა, მაქაბელებს რეალური შანსი აღარ მისცემიათ.
ლადო ფურცხვანიძემ ‘’ქუთაისს’’ ორმაგი დუბლით ულიდერა – 22 ქულა, 10მოხსნა; 16 ქულა ჰქონდა ირაკლი მაცაბერიძეს, 13 ქულა გუჯა ბირკაიამ მიითვალა, ოთარ გორგასლიძემ კი 12 ქულა დააგროვა.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო რევაზ მაღლაფერიძე იყო 22 ქულით და 8 მოხსნით, ორმაგი დუბლი შეასრულა დავით ქარციძემ – 13ქულა, 21მოხსნა, 11 ქულა ჰქონდა თორნიკე გოგელაშვილს, დიმიტრი მეტრეველმა კი 10 ქულა მიითვალა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 24 მარტს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ‘’სოხუმსა’’ და ‘’აკადემიას’’ შორის გაიმართება.
მაკაბი – ქუთაისი 68:77