შედეგები გალერეა
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა 21 დეკემბერს ახალ სპორტის სასახლეში, სადაც ჩემპიონატის ექვსივე გუნდმა მოიყარა თავი. „ჰიუნდაიმ“, „ქუთაისმა“ და „ზაზამ“ უკომპრომისო ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქეები – რუსთავი, არმია და სოხუმი და ცხრილში პოზიციები განიმტკიცეს.
პირველი მატჩში „ჰიუნდაიმ“, რომელიც ძირითადად 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტად ითვლება, 22 ქულიანი სხვაობით დაამარცხა რუსთავი და კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. ჰიუნდაი ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება ჩემპიონატზე. ჰიუნდაის გიორგი კორსანტიამ ულიდერა 22 ქულითა და 18 ქულით, რომელმაც ორმაგ დუბლს 4 პასიც დაურთო. 15 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ალექსანდრე ფევაძემ, 13 ქულა და 9 მოხსნა ლუკა გიორგაძემ, ხოლო დავით აფხაზავამ 10 მოხსნა და 10 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. რუსთავის ბომბარდირი 16 ქულით ირაკლი წიქარიშვილი გახდა, ხოლო გიორგი ჩიხრაძემ და ნიკა აბაიშვილმა 11-11 ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს.
მეორე თამაშში არმია ქუთათირებს დაუპირისპირდა, სადაც ქუთათურებმა არმიელებს შანსი არ დაუტოვეს. თავდაპირველად თამაში ქულა ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ქუთაისმა უპირატესობა ხელთ იგდო და თამაშიც ისე ჩაამთავრა, სადავეები არ გაქცევია. ქუთათურებს 20 ქულით გიორგი ჭეიშვილმა ულიდერა, 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა რომან ლაღიძემ, დავით წივწივაძემ 14 ქულა, 9 მოხსნა, და 8 პასი ჩაიწერა, ლადო ფურცხვანიძემ 13 ქულა და 25 მოხსნა მიითვალა, ხოლო საბა ფარჯანაძემ 12 ქულა. არმიის საუკეთესონი იყვნენ ნიკა ყირიმელი 21 ქულით, ბილი ალიევი 19 ქულითა და 11 მოხსნით და ვახტანგ გაფრინდაშვილი 14 ქულითა და 7 მოხსნით.
ტურის ბოლო მატჩი „სოხუმსა“ და „ზაზას“ შორის გაიმართა, სადაც ამ უკანასკნელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 29 ქულიანი სხვაობით გაანადგურა. „ზაზას“ მოთამაშეთაგან საუკეთესონი იყვნენ დაჩი დვალაძე 25 ქულით, საბა აკობია 21 ქულით, 7 მოხსნით, 6 პასითა და 5 ჩაჭრით, ლუკა კალატოზიშვილი 12 ქულითა და 17 მოხსნით და ლუკა მაზიაშვილი 12 ქულით. დამარცხებულთაგან ბომბარდირი 14 ქულით გიორგი ყეინაშვილი გახდა, ხოლო ბორის თორთლაძემ და რატი ტოლიაშვილმა 10-10 ქულა მოაგროვეს.
შემდეგი ტურის თამაშები 23 და 24 დეკემბერს გაიმართება ქუთაისში რუსთავსა და თბილისში.
არმია – ქუთაისი 78:83
ჰიუნდაი – რუსთავი 82:60
სოხუმი – ზაზა 62:91