შედეგები
გალერეა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის
3 მატჩს უმასპინძლა თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის
პირისპირ წარსდგნენ „ვითა“ და „სოხუმი“. მიუხედავად
იმისა, რომ „სოხუმი“ ჩემპიონატს ერთპიროვნულად და დამაჯერებლად ლიდერობს, „ვითამ“ მას
საკმაოდ იოლად სძლია.
„ვითაში“ პირველად ითამაშა ვიაჩესლავ სტარატელევმა,
რომელიც გუნდს VTB-ლიგაში
ეხმარება, ასაკი კი ხელს უწყობს და გუნდის ხელმძღვანელობამ ეს მომენტი გამოიყენა. სტარატელევმა
„ვითას“ 20-წლამდელთა გუნდში ითამაშა და 22 ქულით თავის გუნდს ლიდერთან მატჩში გამარჯვებისკენ
გაუძღვა.
ვითელებმა მეორე პერიოდი 21:10 მოუგეს „სოხუმს“ და ხელჩასაჭიდი
ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. 16 ქულით და 9 მოხსნით „ვითაში“ ლუკა გიორგაძე
გამოირჩა, 11 ქულა და 15 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. „სოხუმში“
20 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე გაგუა.
მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. ლადო ფურცხვანიძის ამერიკაში
წასვლის შემდეგ „ქუთაისი“ ძალიან დასუსტებულია და იმ მოგებებს, რომელიც ჩემპიონატის
საწყის სტადიაზე მოიპოვა, დარჩენილ მატჩებში ანიავებს. „რუსთავმა“ „ქუთაისს“ 40 ქულით
– 108:68 მოუგო, რაშიც 22-ქულიანი წილი ირაკლი წიქარიშვილმა დაიდო. 20 ქულა დააგროვა
დავით ბარამიძემ, ხოლო 16 – საბა ღვედაშვილმა.
ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ “მაკაბი“ და
„აკადემია“. მატჩი აკადემიელებმა იოლად მოიგეს, თუმცა პირველ ტაიმში მაკაბელებმა მეტოქეს
არაფერი დაუთმეს და დიდ შესვენებამდე წარმატების შანსს ინარჩუნებდნენ. მესამე მეოთხედი
აკადემიელებმა 27:15 მოიგეს და მატჩის ბედი გაარკვიეს.
„აკადემიამ“ საბოლოოდ 89:70 იმარჯვა, რაშიც 21 ქულით
და 11 მოხნით ლომის წილი ვასო კუტალაძემ დაიდო. სამმა კალათბურთელმა – ვასო მჭედლიშვილმა,
გიორგი თევდორაშვილმა და სოსო გოგნაძემ 12-12 ქულა მოაგროვეს.
სოხუმი – ვითა 59:68
რუსთავი – ქუთაისი 108:68
მაკაბი – აკადემია 70:89