20-წლამდელთა ჩემპიონატმა სტარტი აიღო

20-წლამდელთა ჩემპიონატმა სტარტი აიღო

   დღეს რუსთავში
სტარტი აიღო საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატმა. 2012-2013 წლების სეზონში 6 გუნდი
მონაწილეობს: 

შსს აკადემია, რუსთავი, ჰიუნდაი,ოლიმპი, სოხუმი და დინამო.

თამაშების თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.

წლევანდელი სეზონის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ მიმოსვლით წრეს ითამაშებენ –  ორი შეხვედრა შინ და სტუმრად, მატჩების დასრულების
შემდეგ კი  გამოვლინდება ოთხი საუკეთესო გუნდი,
რომელიც  მეორე ეტაპზე პლეიოფის სისტემით ნახევარფინალსა
და ფინალში იასპარეზებს.

 20-წლამდელთა
ჩემპიონატის პირველი წრის პირველ მატჩში ადგილობრივი რუსტავისა და სოხუმის გუნდები
დაუპირიპირდნენ.

 რაც შეეხება
უშუალოდ დღევანდელ თამაშს, გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა, მატჩი გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა. პირველი ტაიმი სოხუმმა
მოიგო სამი ქულით 46:43, თამაშის მეორე ნახევარში კი იდენტური სხვაობით რუსთავმა სძლია
მეტოქეს. დამატებით დროში 6:3 იმარჯვა სტუმართა გუნდმა და ,,სოხუმელმა“  20-წლამდელებმა   სეზონი  მოგებით  გახსნეს.

    რაც შეეხება კალათბურთელთა მონაგარს, გამარჯვებულთა
მხრიდან ყველაზე მეტი, 28 ქულა, ოთარ ბულიავამ მოაგროვა, 18 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი
დუბლი ლერი კვანტალიანმა შეასრულა.  ,,რუსთაველთაგან“
 20 ქულა ზაზა გაგნიძის ანგარიშზეა, ორმაგი
დუბლი კი ორმა მოთამაშემ შოთა ნარჩომაშვილმა (10 ქულა, 11 მოხსნა) და გიორგი  ოქროჭელიძემ  (19 ქულა, 10 მოხსნა)  ჩაიწერა აქტივში.
 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 27 ოქტომბერს 11:45 საათზეთბილისის სპორტის სასახლეში შედგება ,,ოლიმპსა” და ,,ჰიუნდაის” შორის, ხოლო 28 ოქტომბერს აკადემიის საკალათბრთო დარბაზში14:00საათზე  ერთანეთს შსს აკადემია-დინამო  დაუპირისპირდებიან.