დასრულდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი და პირველობა გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. პლეი ოფში გასული გუნდები საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან დაიწყებენ, რომლებიც რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული ადგილების შესაბამისად დაწყვილდნენ.
ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. შესაბამისად, 2 წრის ფარგლებში თითოეულმა 8 მატჩი ჩაატარა და თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავიდა. “ა” ჯგუფში პირველზე გავიდა თსუ, რომელმაც 8-დან 6 მატჩი ოიგო, მეორე იყო რუსთავი, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ბურთების ურთიერთშეფარდებამ გადაწყვიტა. სოხუმი-კოლხამ, გთუნიმ და ბთბ-მ თანაბარი ქულები დააგროვეს და ამ სამს შორის ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით პლეი ოფში პირველი 2 გუნდი გავიდა, ბთბ კი მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.
‘ბ” ჯგუფში მეოთხედფინალისტები უფრო იოლად გამოვლინდნენ. დინამოელებმა მატჩისწაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულეს რეგულარული. შემდეგ ადგილებზე თსსუ, სოხუმი-2020 და ოვერტაიმი გავიდნენ. ამ ჯგუფში ბოლო ადგილი თბილისი ბასკეტმა დაიკავა, რომელიც პლეი ოფში, ცხადია, ვერ გავიდა.
პლეი ოფში გასული გუნდები ტრადიციულად, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ: A1 – B4, B2 – A3, B1 – A4, A2 – B3.
მეოთხედფინალური სერიები 2 მოგებამდე იქნება. სერიის პირველი მატჩები 13 მარტს გაიმართება, ხოლო მეორე – 14-ში.
მეოთხედფინალის კალენდარი