20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები

20-წლამდელთა ჩემპიონატის ყოველი ტური დაძაბულობით გამოირჩევა,
თუმცა დღევანდელი მატჩები ასეთი საინტერესო ვერ გამოდგა. ყველაზე დაძაბული პირველი
შეხვედრა იყო, რომელშიც „სოხუმმა“ „ჰიუნდაი“ 79:71 დაამარცხა.

ძირითადად სოხუმელები ლიდერობდნენ, თუმცა ჰიუნდაელები
მეტოქეს არ რჩებოდნენ და რამდენჯერმე დაწინაურებაც მოახერხეს. ცხადი იყო, ყველაფერი
ბოლო მეოთხედში გაირკვეოდა და ასეც მოხდა. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე „ჰიუნდაი“
მხოლოდ 2 ქულით აგებდა, თუმცა დარჩენილ დროში სოხუმელებმა უშეცდომოდ ითამაშეს და გამარჯვება
მოიპოვეს.

ოთო ბულიავამ „სოხუმს“ 30 ქულა შესძინა, 21 ქულითა და
12 მოხსნით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა, ხოლო 14 მოხსნა და 7 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჯაბა
არაბულმა ჩაიწერა.დამარცხებულთაგან 19-19 ქულა მოაგროვეს კახა ტომარაძემ და გუგა ძიძიგურმა.

მეორე მატჩში ერთმანეთს ჩემპიონატის 2 ლიდერი გუნდი
– „ოლიმპი“ და „შსს-აკადემია“ დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
აკადემიელებმა თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს, პირველი მეოთხედი 21:10 მოიგეს, მეორე
– 23:14 და დიდი შესვენებისთვის 20 ქულით დაწინაურდნენ. ოლიმპელები იბრძოდნენ, უკანასკნელ
პერიოდში ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირებაც მოახერხეს,თუმცა ბოლო წუთებში რეზო როგავასა
და აკადემიელთა ზუსტმა თამაშა ოლიმპს ყველანაირი შანსი დაუკარგა.

აკადემიელთა შორის 20 ქულით ბომბარდირი რეზო როგავა
გახდა, ორმაგი დუბლი კი ორმა კალათბურთელმა მიითვალა: არჩილ პულუზაშვილმა (15 ქულა,
11 მოხსნა) და ლერი კვანტალიანმა (14 ქულა, 11 მოხსნა). ოლიმპელთაგან ათქულიანი ზღვარი
მხოლოდ გიორგი ცირეკიძემ გადალახა და 15 ქულა მოაგროვა.

მე-13 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთის პირისპირ „დინამო“
და „რუსთავი“ წარსდგნენ. დინამოელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და
უკვე მეორე მეოთხედის დასაწყისში მათმა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. თამაში თბილისელთა
ლიდერობით  გაგრძელდა და ასევე დასრულდა. რუსთაველებმა
მესამე მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენის 12 ქულამდე შემცირება მოახერხეს, მაგრამ მეტისთვის
ძალები აღარ ეყოთ.

დინამოელებმა გუნდურად ითამაშეს – 5 კალათბურთელი
10-ქულიან ზღვარს გადაცდა,  ყველაზე მეტი,
15 ქულა, ნიკოლოზ დოლიძემ მოაგროვა. გამოსარჩევია უკანახაზელ ბექა ღუდუშაურის 16 მოხსნა,
რასაც დინამოელმა გამთამაშებელმა 10 ქულა და 4 პასიც მოაყოლა.

მომდევნო მატჩები საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
20თებერვალს გაიმართება. 12საათზე ერთმანეთს ,,ოლიმპი’’ და ,,დინამო’’ დაუპირისპირდებიან,
ხოლო 14 საათზე სოხუმისა და შსს აკადემიის შეხვედრა დაიწყება. 
შედეგები და გამორჩეული
მოთამაშეები:

ჰიუნდაი – სოხუმი 71:79

ჰიუნდაი: კახა
ტომარაძე – 19ქულა,9მოხსნა; გუგა ძიძიგური – 19ქულა; ლუკა ზაქრაძე – 12ქულა.

სოხუმი:
ოთო ბულიავა – 30ქულა; კახა ჯინჭარაძე – 21ქულა,12მოხსნა; სანდრო მეგენეიშვილი –
13ქულა; ჯაბა არაბული – 7ქულა,14მოხსნა.

შსს აკადემია – ოლიმპი  71:53

შსს აკადემია:
რეზო როგავა – 20ქულა; არჩილ პულუზაშვილი – 15ქულა,11მოხსნა;
ლერი კვანტალიანი – 14მოხსნა,11ქულა.

ოლიმპი:
გიორგი ცირეკიძე – 15ქულა,8მოხსნა.

დინამო – რუსთავი  79:59

დინამო: ნიკოლოზ დოლიძე
– 15ქულა,9მოხსნა; ზეზვა  ლილუაშვილი – 13ქულა;
შოთა გელაზონია – 12ქულა,15მოხსნა; გიორგი ორმოცაძე – 12ქულა; ბექა ღუდუშაური – 10ქულა,16მოხსნა.

რუსთავი:
ერეკლე ლორთქიფანიძე – 16ქულა; შოთა ნარჩომაშვილი – 8ქულა,11მოხსნა.

             ჰიუნდაი – სოხუმი

შსს აკადემია – ოლიმპი

დინამო – რუსთავი