20-წლამდელთა მორიგი ტური საინტერესოდ დასრულდა

20-წლამდელთა მორიგი ტური საინტერესოდ დასრულდა

 ვაკეში მდებარე საკალათბურთო,,აკადემიის“ დარბაზმა
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებს  უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღის პირველი მატჩში ,,მაკაბსა“ და ,,თბილისის
კარდინალებს“შორის,
სადაც კარდინალის გუნდმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 63:62
იმარჯვა. თავდაპირველად  შეხვედრა ,,მაკაბის“
უპირატესობით წარიმართა, რომელმაც პირველი ნახევარი დამაჯერებლად, 32:19 მოიგო. მატჩის
მეორე ნახევარში ,,კარდინალმა“ შეძლო ძალების მობილიზება, აქტიურად ათამაშდა და დაძაბული
შეხვედრა მოგებით დაასრულა. ,,მაკაბის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ შეასრულა: ლევან რევაზაშვილმა 32 ქულა და 19 მოხსნა, ხოლო გიორგი სამნიაშვილმა
16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულ გუნდს ულიდერა ბექა  ღუდუშაურმა, რომლის ანგარიშზეც  30 ქულაა.

დაძაბული გამოდგა ,,დინამოსა“ და ,,ოლიმპის“ დაპირისპირება,
სადაც ,,ოლიმპმა“ დინამოელებს დამატებით დროში 86:78 აჯობა. შეხვედრის პირველი ნახევარი
,,დინამოს“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით,
33:26  გავიდნენ. მესამე პერიოდის მე-4 წუთზე
კი 39:30 დაწინაურდნენ. დრამატული გამოდგა მატჩის მეოთხე მეოთხედი, სადაც ოლიმპელები
გააქტიურდნენ და აღნიშნული პერიოდის მე-4 წუთზე ანგარიშში ფრე, 58:58 დააფიქსირეს.
დარჩენილ დროში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე
წინ დინამო გავიდა – 64:62. დარჩენილ დროში ,,დინამომ“ ვეღარ შეძლო მოპოვებული უპირატესობის
შენარჩუნება, ,,ოლიმპმა“ ანგარიში კვლავ გაათანაბრა და მატჩის ძირითადი დროც ფრედ
-64:64 დასრულდა.  დამატებითი დრო კიდევ უფრო
საინტერესო გამოდგა, სადაც ,,ოლიმპმა“ მოახერხა ძალების მობილიზება და საბოლოოდ მეტოქეს
ოვერტაიმში სძლია.  

,,დინამოს“ შემადგენლობაში27 ქულით დუდა სანაძე გამოირჩა,
ხოლო ორმაგიდ დუბლი ირაკლი ალხანაიძისა(18ქ.22მ) და გიგა მეხრიშვილის(12ქ.13მ) ანგარიშზეა.
,,ოლიმპს“ 32 ქულით ლუკა მინაშვილმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი კახა მუმლაძემ(14ქ.10მ)
და გიორგი ვახანიამ(12ქ.11მ) მიითვალეს.

ტურის დასკვნით მატჩში ,,სოხუმმა“ შინ ,,ქუთაისი“ მიიღო
და შეხვედრა 77:81 დათმო. პირველი ტაიმი ,,ზღვისპირელთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც
დიდი შესვენებისთვის 46:30 გავიდნენ წინ.  სულ
სხვაგვარი აღმოჩნდა მატჩის მესამე ათწუთეული, სადაც  ქუთაისელები გააქტიურდნენ და 56:54 დაწინაურდნენ.
ბოლო გადამწყვეტი მეოთხედი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა  საბოლოოდ ,,ქუთაისმა“ იძალა და გამარჯვება მოიპოვა.
სოხუმელებს 21 ქულა კახა ჯინჭარაძემ შესძინა, ხოლო გამარჯვებულებს 21 ქულით ავთანდილ
ლომინაშვილმა ულიდერა (ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა),  ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძემ მიითვალა, რომლის
ანგარიშზეც 17 ქულა და 18 მოხსნაა.