საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დასანანი წაგება ევროპის ჩემპიონატზე, რამაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს „ბ“-დან „ა“ დივიზიონში გადასვლის გზა მოუჭრა. ხორვატიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე „ა“ დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა და ჯგუფური ეტპიც წაუგებლად, ძალიან იოლად გაიარა. საქართველოს ნაკრებთან კი ხორვატები უმეტესწილად აგებდნენ და ბოლოს დიდი გაჭირვებით – 74:71 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი გუნდის წევრები მატჩის მიწურულს ფლობდნენ, ვერ შეინარჩუნეს. მაშინაც კი, როცა ბოლო წუთზე ხორვატები 4 ქულით წინ გავიდნენ, ქართველებს გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბომბარდირმა გოგა ბითაძემ სამქულიანი ააცილა. ქართველებს მერეც ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლო წამებზე ბურთი ვერ მოიხელთეს და დასანანი მარცხი განიცადეს.
17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი აჩვენა გოგა ბითძემ, ხოლო ოთხმა ქართველმა – დავით ლომიძემ, ვილი ისიანმა, ლევან ბაბილოძემ და ნიკა დარბაიძემ 12-12 ქულა მიითვალეს. 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა დავით აფხაზავა.
საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და ხვალ, 22 ივლისს პოლონეთის ნაკრებს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაუპირიპირდება.
ხორვატია – საქართველო 74:71(სტატისტიკა)