20-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა

20-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა

20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი ტურის სამი მატჩი შედგა თბილისში,
რუსთავსა და ქუთაისში.

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს ,,დინამო“
– ,,თბილისის კარდინალები“ დაუპირისპირდნენ, სადაც დინამოელებმა დიდი სხვაობით,
91:65 იმარჯვეს და რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულეს. მატჩი თავიდანვე ,,დინამოს“
უპირატესობით წარიმართა. ,,კარდინალმა“ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და რეგულარული სეზონი
მე-8 ადგიოლზე დაასრულა. 

გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესო ორმაგი დუბლით
ირაკლი ალხანაიძე იყო, რომელმაც 25 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო ,,კარდინალს“
29 ქულა გიორგი კალანდაძემ შესძინა. ორმაგი დუბლი მიითვალა კალანდაძის თანაგუნდელმა
გიორგი ხარაძემ, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 11 მოხსნაა.

,,რუსთავმა“ უმასპინძლა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს
და მეტოქეს 10 ქულის სხვაობით 74:64 სძლია. შეხვედრის საწყის ათწუთეულში გუნდებმა თითქმის
თანაბრად იასპარეზეს, თუმცა მეორე მეოთხედში ,,ქვემოქართლელები“ გააქტიურდნენ და ტაიმის
ბოლოს წინ 45:35 გავიდნენ. საინტერესო
გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც ,,ტექნიკოსებმა“ საკამოდ   მობილიზებულად ჩაატარეს და მატჩის დასრულებამდე
4.04 წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 53:50. პერიოდის მიწურულს
 კი წინ გასვლაც მოახერხეს და მინიმალური სხვაობით,
58:57 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მეოთხედში მასპინძლებმა  სტუ-ს შანსი აღარ დაუტოვეს, მატჩის დასრულებამდე
3:20 წუთით ადრე თავის სასარგებლოდ 71:64 დააფიქსირეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

 ,,რუსთავის“
შემადგენლობაში 19 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო, ხოლო 12  ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ზაზა გაგნიძემ
შეასრულა.  ,,ტექნიკოსთა“ მხრიდან ორმაგი დუბლი
მიითვალა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც 16 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

საინტერესო გამოდგა ,,ქუთაისისა“ და ,,ოლიმპის“ დაპირისპირებაც,
სადაც ქუთაისელებმა 9 ქულის სხვაობით, 81:72 იმარჯვეს. შეხვედრის პირველი ტაიმი გუნდების
გარდამავლი უპირატესობით წარიმართა, სადაც საბოლოოდ ,,ოლიმპი“ დაწინაურდა – 40:37.
  მესამე მეოთხედში ,,ქუთათურები“ აქტიურად
ათამაშდნენ და  წინ 10 ქულით 65:55 გავიდნენ.
გადამწყვეტი პერიოდის შუწელში ,,ოლიმპმა“  სხვაობის
4 ქულამდე შემცირება მოახერხა (63:67), თუმცა დარჩენილ დროში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა
ვეღარ გაუწია და მარცხი განიცადა.

,,ქუთაისს“ 28 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო
10 ქულითა ადა ამდენივე შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ზეზვა ლულუაშვილმა მიითვალა.
ოლიმპის გუნდში თავი გამოიჩინა ლუკა მინაშვილმა, რომელიც 35 ქულით მატჩის ბომბარდირი
გახდა, ხოლო 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი კახა მუმლაძის ანგარიშზეა.

 შეგახსენებთ,
რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი 30 მარტს რუსთავში
შედგება, სადაც ადგილობრივი ,,რუსთავი“ ,,სოხუმს“11:00 საათზე შეხვდება.