დასასრულს უახლოვდება 2002 წელს დაბადებულთა თბილისის ფესტივალი მინი-კალათბურთში, რომლის ორგანიზატორიც “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია”. დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგად ის 2 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს TBC და “დინამო” შეხვდნენ. პირველი მეოთხედის 3 ქულით წაგების შემდეგ დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და უპირატესობას დაეუფლნენ. დიდი შესვენებისთვის დინამოელები 7 ქულით დაწინაურდნენ, ხოლო თამაში საბოლოოდ 41:29 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
მეორე ნახევარფინალურ მატჩი,”ჰიუნდაისა” და “ოვერტაიმს” შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. ძირითდმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ჰიუნდაელებმა 6:3 იძალეს და 40:37 მოიგეს. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო დათაგოგაძემ, რომელმაც “ჰიუნდაის” 30 ქულა შესძინა.
ხვალ, 30 მაისს, აკადემიის დარბაზში, მესამე ადგილისთვის მატჩში “ოვერტაიმი” და TBC შეხვდებიან, ხოლო საჩეპიონო ტიტულს “დინამო” და “ჰიუნდაი” გაითამაშებენ. ფინალური შეხვედრა 15 საათზე გაიმართება.
ნახევარფინალი
TBC 29:41 დინამო
13:10, 4:14, 6:7, 6:10
TBC: მიქაია (15), ქუტიძე (10)
დინამო: ბიგანიშვილი (9), ანჯაფარიძე (6), გიგოლაშვილი (6)
ოვერტაიმი 37:40 ჰიუნდაი
11:15, 7:3, 8:6, 8:10, 3:6
ოვერტაიმი: ნ. ოთხმეზური (13), დ. ოთხმეზური (6)
ჰიუნდაი: გოგაძე (30), ჭიჭინაძე (4)