3×3 კალათბურთის გუნდი ,,თბილისი” ტალინში მიემგზავრება

3×3 კალათბურთის გუნდი ,,თბილისი” ტალინში მიემგზავრება

10-11
აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი ფიბა-ევროპის
ევროტურის შემადგენელ ტურნირს უმასპინძლებს 3X3 კალათბურთში. 

ამ პრესტიჟულ შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის
სახელს 26 ივლისს ბათუმში საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და
აჭარის კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული Euro Basketball Batumi 2013-ის გამარჯვებული გუნდი
And 1 დაიცავს.  
Tallin Open-ში
ადგილობრივ და ქართულთან ერთად ხორვატული, ლიტვური, სლოვენიური, ლატვიური, რუსული და
ჰოლანდიური გუნდები ითამაშებენ. ლაშა ეძგვერაძის, ირაკლი ალხანაიძის, ბექა ნუცუბიძის
და დავით აკოლაშვილისგან შემდგარი ”თბილისი” ჯგუფში ლიტვურ HIDRAS- თან და სლოვენიურ
ADECCO-სთან მოხვდა. მეოთხე გუნდის ვინაობა 10 აგვისტოს საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად
გამოვლინდება.

ქართული
გუნდის ტალინში გაგამგზავრებას უზრუნველყოფს Euro Basketball Batumi 2013-ის
სპონსორი, აზარტული თამაშების კომპანია ”ევროპაბეთი”.
ესტონეთში
გამგზავრებამდე გუნდმა ,,თბილისმა” ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
ღია ვარჯიში გამართა. ჟურნალისტებთან ერთად ვარჯიშს დაესწრნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა
და გუნდ “თბილისის” ფინანსური მხარდამჭერი, აზარტული თამაშების კომპანია
„ევროპაბეთის“ წარმომადგენლები.
ირაკლი
ალხანაიძე(გუნდი ”თბილისი”):  იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა დრო გვქონდა, ბევრჯერ
შეკრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვვარჯიშობთ და ვემზადებით, რომ მაქსიმალურად კარგად
წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი და მთლიანად ქვეყნის სახელი დავიცვათ. საკმაოდ მაღალი დონის
ტურნირია, სერიოზული ქვეყნები მონაწილეობენ – ლიტვა, ლატვია, სლოვენია, რუსეთი.. რამდენიმე
გუნდი გამოჰყავთ, ბევრ მონაწილეს ჩვენზე დიდი გამოცდილება აქვს ქუჩის კალათბურთში,
ამიტომ წინ რთული თამაშები გველის. თუმცა, სამი-სამზე კალათბურთი სტანდარტული კალათბურთისგან
ბევრად განსხვავებულია და წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

თამარ
ქვილითაია (აზარტული თამაშების კომპანია ,,ევროპა-ბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობისა
და მარკეტინგის დეპარატამენტის უფროსი”):3×3 კალათბურთის ტურნირი ჩვენს მიერ ბათუმში ორგანიზებული ფესტივალის
ფარგლებში ჩატარდა.  გადავწყვიტეთ, გამარჯვებული
გუნდისთვის საშუალება მიგვეცა ევროტურის ფინალურ ეტაპზე ეასპარეზა. წარმატებას ვუსურვებ
გუნდ ,,თბილისს”, რომელიც ტალინში 11 აგვისტოს საქართველოს სახელს დაიცავს. 

გიორგი
ზაბახიძე (სუპერლიგის და ასაკობრივი ჩემპიონატების აღმასრულებელი დირექტორი):   ესტონეთი 3×3 კალათბურთში საკმაოდ სერიოზულ ტურნირს მასპინძლობს, ეს არის
მსოფლიოს შესარჩევი ტური, სადაც საქართველო პირდაპირ 16 გუნდში მოხვდა, რაც TbilisiOpen-ის
და Euro Basketball Batumi 2013-ის მაღალ დონეზე ჩატარებამ და ფიბა-ს მხრიდან აღნიშნული ტურნირების დადებითად
შეფასებამ განაპირობა. ჩვენი მთავარი მიზანია, მივცეთ შანსი მოყვარულ და ძველ კალათბურთელებს
აქტიურად იყვნენ საკალათბურთო ცხოვრებაში ჩართულები და იცხოვრონ ჯანსაღად. მადლობას
გადავუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კომპანია ,,ევროპა-ბეთს”.  წარმატებებს ვუსურვებ ,,თბილისს”, იმედია, მიაღწევენ
სასურველ შედეგს.