“აკადემია” ფინალშია და ელის

“აკადემია” ფინალშია და ელის

„აკადემიამ“ მეორე მატჩიც მოუგო „მართვეს“, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა.გია კაზანჯიანის გუნდი ახლა საფინალო მეტოქეს ელოდება, რომელიც „რუსთავისა“ და „მაკაბის“ ორთაბრძოლაში უნდა გამოვლინდეს.

„აკადემკისა“ და „მართვეს“ მეორე ნახევარფინალური მატჩი წინამორბედს ძალიან ჰგავდა. „აკადემიას“ დასაწყისში გაუჭირდა ოდნავ, თუმც მატჩის შუაწელში ისე გამართულად ითამაშა, რომ სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონა, რომელიც თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.არადა, ბოლოსკენ აკადემიელებმა მართლაც რომ ინერვიულეს – მათ გოგა ჯავახიშვილი და კახა ელიაძე პერსონალურების ლიმიტის გამო დამოაკლდათ. ფაქტობრივად ცენტრის გარეშე დარჩენილმა აკადემიელებლა თამაშის განმავლობაში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა კი გაანიავეს, მაგრამ მოსაგებად საჭირო სხვაობა მაინც შეინარჩუნეს და ფინალში გავიდნენ.დღეს 26 აპირლს კი რუსთავში იწყება მეორე ნახევარფინალური სერია, სადაც ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები – „რუსთავი“ და „ მაკაბი“ შეებრძოლებიან.