,,აკადემიამ” გასვლაზე ,,ქუთაისი” დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,აკადემიამ” გასვლაზე ,,ქუთაისი” დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა 

20-წლამდელთა
ჩემპიონატის ერთი შეხვედრა დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც სათამაშოდ ,,აკადემია’’ ჩავიდა
და 100:82 იმარჯვა.

შეხვედრა ,,აკადემიელებმა’’
ძალიან კარგად დაიწყეს და პირველივე პერიოდში სოლიდური, 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს
– 33:10. თუმცა მასპინძლებმა თამაშის გამოსწორება მეორე მეოთხედშივე მოახერხეს. ნანობაშვილის,
ბირკაიას და მაცაბერიძის ლიდერობით ქუთაისელებმა პერიოდი 28:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის
სხვაობა 10-ქულამდე შეამცირეს – 38:48.

მეორე ნახევრიდან
თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. ქუთაისლები სტუმრებს არაფერში ჩამორჩებოდნენ, თუმცა ,,აკადემია’’
ლიდერობას მაინც ინარჩუნებდა და მეოთხე პერიოდსაც 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
ბოლო პერიოდში სტუმრებმა კვლავ მოახერხეს გაქცევა, ღურწკაიას, დარახველიძის და დარბაიძის
ზუსტმა თამაშმა შედეგი გამოიღო და მიუხედავად მასპინძელთა მონდომებისა, გამარჯვება,
თანად დიდი სხვაობით, ,,აკადემიას’’ დარჩა. თბილისურმა გუნდმა სეზონში რიგით მეოთხე
გამარჯვება მიითვალა.

მატჩის ბომბარდიდი
30ქულით და 11მოხსნით ბექა დარახველიძე გახდა, 19 ქულა ჰქონდა ნიკა ღურწკაიას, ნიკოლოზ
დარბაიძეს კი – 11.

ქუთაისლებს
24ქულით და 23 მოხსნით გუჯა ბირკაიამ ულიდერა, 19 ქულა მიითვალა დემეტრე ნანობაშვილმა,
ხოლო ირაკლი მაცაბერიძის ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა.

20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩი 7 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიაში ,,მგზავრები-არმიასა’’
და ,,აკადემიას’’ შორის 19:45 წუთზე გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,აკადემიას” წარმატებას. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს ტრავმის გამო გვაკლდნენ ნუცუბიძე და ფურცხვანიძე, ძალიან კარგად ითამაშეს ბირკაიამ და შარვაშიძემ, რომელიც ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ბიჭებს, რაც შეეძლოთ, გააკეთეს და წინააღმდეგობა გაუწიეს ძალიან ძლიერ გუნდს. ,,აკადემია” ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, წლებია ერთად მოდიან, შეთამაშებულები არიან და ვერ გავუმკლავდით. ჯერ არ ვართ სათანადო ფორმაში. თუმცა, იმედია ჩვენს სიტყვას მაინც ვიტყვით.  

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველი
პერიოდი ძალიან კარგად ჩავატარეთ, თუმცა შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი და მეორე და
მესამე პერიოდები ჩაგვივარდა, დაცვაში ვერ ვიასპარეზეთ კარგად. საბედნიეროდ, ბოლოს
ისევ გამოვასწორეთ და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და კმაყოფილი
ვარ.