“აკადემიამ” “ქუთაისის” დამარცხებით პლეი ოფი გაინაღდა

“აკადემიამ” “ქუთაისის” დამარცხებით პლეი ოფი გაინაღდა

დღეს აკადემიის დარბაზში გაიმართა გადადებული მატჩი, რომელშიც „აკადემიამ“ „ქუთაისი“ დაამარცხა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. გია კაზანჯიანის გუნდი მიუწვდომელი გახდა „სამედიცინოსთვის“,
რომელსაც 8 წაგება აქვს და „აკადემიის“ გადასწრების შანსი აღარ დარჩენია. „მედიკოსებს“ ახლა „მართვესთან“ და „მაკაბისთან“ მოუწევს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა.რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. იმერლებმა გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს აკადემიელებს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარხცდნენ და მიმდინარე ჩემპიონატში კვლავ მოუგებლად არიან.