,,აკადემიამ” რუსთავში იმარჯვა

,,აკადემიამ” რუსთავში იმარჯვა

სტატისტიკა
გალერეა 

დღეს რუსთავმა
20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ადგილობრივმა კლუბმა  “აკადემია” მიიღო. ქვემოქართლელებს მიმდინარე
ჩემპიონატში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული, ისიც აუტსაიდერ “სოხუმთან”,
დღეს კი საკმაოდ მძლავრ “აკადემიასთან” მეორე მოგება გაიფორმეს.

რუსთაველთა შორის
ყველაზე გამორჩულად გიგი გოგობერიშვილმა ითამაშა და საერთოდ, აღსანიშნავია რუსთაველთა
გუნდის ახალგაზრდების შედეგიანობა. გოგობერიშვილი 16 წლისაა და სწორედ ამ ასაკისანი
არიან ქვემოქართლელთა გუნდის უმეტესობა, რომლებმაც დღეს კარგად ითამაშეს და გამარჯვება
მოიპოვეს.

პირველი მეოთხედი
მასპინძლებმა 22:17 მოიგეს, მეორე პერიოდში კი აკადემიელებმა თამაში თითქოს გამოასწორეს,
მეტოქეს მიუახლოვდნენ, მაგრამ რუსთაველთა გუნდურობამ და ამას მოყოლილ სიზუსტეს ვერაფერი
დაუპირისპირეს. ირაკლი ჯაფარიძისა და მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლელები
დიდი შესვენებისთვის 7ქულას იგებდნენ, მატჩის ბედი კი მესამე პერიოდის  18:9 მოგების შემდეგ გადაწყვიტეს.

რუსთაველთა ლიდერობამ
ბოლო მეოთხედში 20 ქულას მიაღწია და “აკადემიას” ამ ჩამორჩენის გასაბათილებლად
არც დრო ჰქონდა და არც შეძლება. საბოლოოდ, მასპინძლებმა 78:64 იმარჯვეს, ცხრილში  “აკადემიას” გაუთანაბრდნენ და მათთან
ერთად 2-3 ადგილებს იყოფენ.

გამარჯვებულებს
გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა 22 ქულითა და 7 მოხსნით. 12 ქულა ჰქონდა შოთა ნარჩომაშვილს,
ხოლო გიორგი დვალმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. აკადემიელთაგან 20 ქულით ნიკა ღურწკაია
გამოირჩა, გიორგი ამირხანაშვილმა კი 14 მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ჯაფარიძე(“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):
მიუხედავად გამარჯვებისა, ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილი
ვარ, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ უკეთესად შეგვეძლო თამაში. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდაა
და მათ მომატების პოტენციალი გააჩნიათ. ამიტომ, არ მინდა, მიღწეულით დაკმაყოფილდნენ
და მოდუნდნენ. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანიმატჩები გველის და მსურს, ჩემმა გუნდმა
უკეთ და უკეთ ითამაშოს.

ირაკლი ტომარაძე(“აკადემიის” მწვრთნელი):
78 ქულა გავუშვით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაცვაში დამაჯერებად ვერ ვითამაშეთ. დღევანდელ
მატჩს ვერ შევხვდით სათანადო განწყობით, რამაც ლოგიკური შედეგი გამოიღო. ბევრი შეცდომა
დავუშვით და თამაში ვერ დავალაგეთ. ვეცდებით, ამ წაგებიდან ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ
და მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ.