აკადემიამ სოხუმი მესამე პერიოდში გატეხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიამ სოხუმი მესამე პერიოდში გატეხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

   სტატისტიკა
 გალერეა

  20-წლამდელთა ჩემპიონატის დღეს გასამართ მეორე მატჩში
“აკადემიამ” “სოხუმი” დაამარცხა. სოხუმელებმა, რომლებსაც მიმდინარე
ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებიათ, გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ
აკადემიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო, ხოლო საწყისი მეოთხედი
სულაც სოხუმელებმა მოიგეს – 24:22. აკადემიელებმა თამაში დიდი შესვენების შემდეგ გამოასწორეს,
რომელიც 20:11 მოიგეს. ნიკა ღურწკაიამ, რომელიც “აკადემიას ლიდერობდა, მე-5 პერსონალური
მიიღო. ამან გელა წულაძის გუნდი არ დააზარალა. საბა ჯაყელმა გუნდის წინამძღოლობა ითავა,
რომელსაც ნიკა ამირხანაშვილი, გიორგი თევდორაშვილი და ლუკა გიორგაძე ეხმარებოდნენ.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა ძალები მოიკრიბეს, თუმცა
მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ანგარიშის 5 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ “აკადემიამ”
79:71 მოიგო და ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.

გამარჯვებულთაგან 17 ქულით საუკეთესო ღურწკაია იყო,
15-15 ქულა დააგროვეს ამირხანაშვილმა და ჯაყელმა, ხოლო  გიორგაძის ანგარიშზე 4 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან
17 ქულითა და 24 მოხსნით კოსტანტინე  ბიწაძე
გამოირჩა, ხოლო გურამ კენჭიაშვილმა 20 ქულა მიითვალა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,სოხუმმა’’ ნამდვილად კარგად ითამაშა და ბოლომდე იბრძოლა. გავიმარჯვეთ, თუმცა ეს ნამდვილად
არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. როგორც იცით, გვაკლია გუნდის ლიდერი დარახველიძე. თანაც,
დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა, მეტოქემ ფარზე გვაჯობა და ჯარიმებიც დაბალი
პროცენტით ვესროლეთ.

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
 ერთადერთი კომპონენტი, რაც გამოვასწორეთ, ფარზე
თამაშია. ბოლო სამი თამაშია ფარს ვიგებთ, თუმცა სამწუხაროდ, შეტევებში გვაქვს ძალიან
დაბალი პროცენტი. მეორე წრიდან ამას უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ.